30 ივლისს, ქ. ბათუმში მე-9 საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი ”ბათუმის მერიის თასი -2025” დაიწყო.
ღონისძიება შვეიცარული სისტემით 9 ტურად მიმდინარეობს, დროის კონტროლი: ღია A ტურნირში – 90 წუთი 40 სვლაზე, შემდეგ 30 წუთი პარტიის ბოლომდე, 30 წამის დამატებით ყოველ სვლაზე. ღია B , C და ასაკობრივ ტურნირებში U8, U10, U12 – 90 წუთი პარტიის ბოლომდე, 30 წამის
დამატებით ყოველ სვლაზე.
ფესტივალის ტურნირები:
- A ღია – (ფიდეს რეიტინგი 2200 და მეტი, აგრეთვე ფიდეს წოდებიანი მოჭადრაკეები: GM, IM, FM ,WGM, WIM, WFM)
- B ღია – (ფიდეს რეიტინგი 2200-ზე ნაკლები, აგრეთვე ურეიტინგო მოჭადრაკეები)
- C ღია – (ფიდეს რეიტინგი 1600 და ნაკლები, აგრეთვე ურეიტინგო მოჭადრაკეები)
- ღია ბლიც ტურნირი
- 12 წლამდე ღია (2013 წ და შემდეგ დაბადებულნი)
- 12 წლამდე გოგონები (2013 წ და შემდეგ დაბადებულნი)
- 10 წლამდე ღია (2015 წ და შემდეგ დაბადებულნი)
- 10 წლამდე გოგონები (2015 წ და შემდეგ დაბადებულნი)
- 8 წლამდე ღია (2017 წ და შემდეგ დაბადებულნი)
- 8 წლამდე გოგონები (2017 წ და შემდეგ დაბადებულნი)
ასპარეზობაში 26 ქვეყნის 500-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობს.