22 ივნისიდან 3 ივლისამდე, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, ბათუმი კვლავ უმასპინძლებს ფიდეს მსოფლიო თასს 8,10,12 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის.
ღონისძიება ტარდება საქართველოს სპორტის სამინისტროს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროს, სპორტის დეპარტამენტის, ქალაქ ბათუმის მერიის, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს და აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მხარდაჭერით.
ტურნირი გაიმართება სასტუმრო ”გრანდ ბელაჯიო”-ში და ასპარეზობაში მონაწილეობას მიიღებს 40-მდე ქვეყნის 300 სპორტსმენი. თითოეულ კატეგორიაში მოთამაშეთა რაოდენობა განსაზღვრულია ფიდეს მიერ დადგენილი კვოტებით ტურნირის დებულების შესაბამისად.
შეჯიბრი ჩატარდება ორ ეტაპად:
● ეტაპი 1 – შვეიცარიული სისტემით 7 ტურად
● ეტაპი 2 – ერთმანეთს შეხვდებიან თითოეული ჯგუფიდან ერთსა და იმავე ადგილზე გასული მოთამაშეები
განრიგი:
22 ივნისი | ჩამოსვლის დღე | |
23 ივნისი | 10:00 | კაპიტნების შეხვედრა |
23 ივნისი | 14:30 | გახსნა |
23 ივნისი | 15:00 | 1 ტური |
24 ივნისი | 15:00 | 2 ტური |
25 ივნისი | 15:00 | 3 ტური |
26 ივნისი | 15:00 | 4 ტური |
27 ივნისი | 15:00 | 5 ტური |
28 ივნისი | 15:00 | 6 ტური |
29 ივნისი | 15:00 | 7 ტური |
30 ივნისი | მსოფლიო ჩემპიონატი კომპოზიციების ამოხსნაში | დასვენების დღე |
30 ივნისი | ოფიციალური მწვრთნელების ტურნირი | დასვენების დღე |
1 ივლისი | 15:00 | 1 ტური |
2 ივლისი | 12:00 | 2 ტური |
2 ივლისი | ტაი – ბრეიქი | |
2 ივლისი | 20:00 | დახურვა |
3 ივლისი | გამგზავრება |