ბათუმის მერიის ორგანიზებით წლის საუკეთესო სპორტსმენების და სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულთა დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი გაიმართა

ბათუმის მერიის ორგანიზებით, 21 დეკემბერს წლის სპორტსმენების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი გაიმართა. ღონისძიებას ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი მთავრობისა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

არჩილ ჩიქოვანმა მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა და მიღწეული წარმატებისთვის სპორტსმენებს მადლობა გადაუხადა. ,,მოხარული ვარ, რომ ბათუმის მერიის ორგანიზებით, წლის საუკეთესო სპორტსმენების დაჯილდოება უკვე მერვე წელია იმართება. მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს სპორტსმენებს სპორტის სხვადასხვა სახეობაში მიღწეული წარმატებისთვის. ვულოცავ წლის საუკეთესო სპორტსმენად დასახელებულ თითოეულ მათგანს და ვუსურვებ კიდევ უფრო დიდ წარმატებას“ – განაცხადა არჩილ ჩიქოვანმა წლის სპორტსმენების დაჯილდოების ცერემონიალზე.

აღსანიშნავია, რომ ნომინაციაში ,,წლის სპორტსმენი“ გამარჯვებული გახდა ბათუმის მერიის საჭადრაკო ა(ა)იპ-ის წევრი სალომე მელია;

ნომინაციაში „ჯილდო სპორტული მიღწევებისათვის“ დაჯილდოვდნენ: მარიამ კალანდაძე და რატი დიასამიძე;

ნომინაცია „სპორტული კლუბი – კარგი მმართველობა“: ა(ა)იპ ,,საჭადრაკო კლუბი ნონა.