ფიდესა და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 17–21 ივნისს, ქ. ბათუმში არბიტრთა საკვალიფიკაციო სემინარი გაიმართა.
სემინარის ლექტორი გახლდათ, საერთაშორისო არბიტრი აშოტ ვარდაპეტიანი (სომხეთი), ხოლო ასისტენტ-ლექტორი – საერთაშორისო არბიტრი ალექსანდრე არსენიძე (საქართველო).
აღსანიშნავია, რომ სემინარი წარმატებით გაიარეს და საკვალიფიკაციო გამოცდა ჩააბარეს აჭარის ჭადრაკის ფედერაციის წევრებმა:
- ალექსი ტერ-კარაპეტიანი
- ნათია ვაჩეიშვილი
- დიანა ქუთელია
- თენგიზ დიდმანიძე
- ვერნარდ ტონოიან

