წარმატებით იასპარეზეს ქართველმა მოჭადრაკეებმა, პოლონეთის კრაკოვში დასრულებულ საერთაშორისო ტურნირზე!
ღონისძიება შვეიცარული სისტემით, 9 ტურად გაიმართა. დროის კონტროლი 30 წუთი 30 წამის დამატებით.
ღია ტურნირზე ‘Cracovia 2023’- B ჯგუფში პირველ სამეული მთლიანად საქართველოს წარმომადგენლებმა დაისაკუთრეს!
- I ადგილი – გიგა გოდერძიშვილო (1954) – 8 ქულა;
- II ადგილი – გაბრიელ გაბადაძე (1865) – 6,5 ქულა;
- III ადგილი – კესარია მგელაძე (2038) – 6,5 ქულა;
ასპარეზობაში 18 ქართველი მოჭადრაკე მონაწილეობდა, მათ შორის 2 აჭარის წარმომადგენელი იყო. კესარია მგელაძემ 6.5 ქულა დააგროვა, ხოლო ლულუ დიასამიძემ 5.5.