გამარჯვებულები გამოვლინდნენ!

საქართველოსა და აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 19-დან 23 ივნისის ჩათვლით, ქ. ბათუმის მუხრან ვახტანგაძის სახელობის სპორტის სასახლეში გაიმართა საქართველოს ვაჟთა და ქალთა ჩემპიონატი შშმ პირთა შორის. ტურნირის ფინანსური მხარდამჭერები იყვნენ აჭარის სპორტის დეპარტამენტი და სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი.

ღონისძიება გაიმართა შვეიცარული სისტემით 7 ტურად, დროის კონტროლით: 45 წუთი 30 წამის დამატებით.

გამარჯვებულები ვაჟთა შორის:

1. ლერი ტალიკაძე (ქუთაისი)

2. იოსებ სარიშვილი (თბილისი)

3. რომან წითელაძე (ქედა)

გამარჯვებულები ქალთა შორის:

1. მარგალიტა ნათელაური (თბილისი)

2. ანანო გოგონაძე (ქუთაისი)

3. ანნა მგელაძე (ბათუმი)

I,II,III ადგილზე გასული ვაჟები და ქალები დაჯილდოვდნენ მედლით, დიპლომით, თასით და ფულადი ჯილდოთი.

I ადგილი – 500 ლ.

II ადგილი – 300 ლ.

III ადგილი – 200 ლ.

ტურნირის ყველა მონაწილეს ასევე გადაეცა სამახსოვრო საჩუქრები.

ტურნირის დახურვის ცერემონიას ესწრებოდნენ: ბათუმის მუხრან ვახტანგაძის სახელობის სპორტის სასახლის დირექტორი ირმა ნიჟარაძე, პირველი მოადგილე – ლევან ჯიოშვილი, აჭარის სპორტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მინდია ქათამაძე, ფინანსისტი ირაკლი კაიკაციშვილი და მთავარი სპეციალისტი ლიკა ზოიძე.

ღონისძიების ფოტო კოლაჟი: