შეხვედრა აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში

10 ოქტომბერს, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატზე გამარჯვებულ სპორტსმენებთან შეხვედრა გაიმართა.

მინისტრის – ქალბატონი მაია ხაჯიშვილის მეთაურობით, შეხვედრას ესწრებოდნენ აჭარის სპორტის დეპარტამენტის უფროსი ირმა ნიჟარაძე და დეპარტამენტის წარმომადგენლები.

სპორტის მესვეურებმა სპორტსმენებს მიღწეული მნიშვნელოვანი გამარჯვებები მიულოცეს და სამომავლოდ წარმატებები უსურვეს.

ჩვენი რეგიონი და ქვეყანა ასახელეს:

მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულები ქალთა ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში: ნინო ბაციაშვილი და სალომე მელია.

ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ოქროსა და ვერცხლის მედალოსნები: კესარია მგელაძე და მარიამ ცეცხლაძე.