ევროპის გუნდური ჩემპიონატის მეორე ტურში ჩვენს მამაკაცთა გუნდებს ერთმანეთთან შერკინება მოუწია. პირველმა ნაკრებმა მინიმალური ანგარიშით, 2.5-ით 1.5 დაამარცხა ახალგზარდა თაობის წარმომადგენლები. გამარჯვების ქულა გუნდს ლევან ფანცულაიამ მოუპოვა, მისი მეტოქე ნიკოლოზ კაჭარავა იყო.
ქალთა პირველმა ნაკრებმა დიდი ანგარიშით 3.5-ით 0.5 დაამარცხა თურქეთის გუნდი,
ქალთა მეორე ნაკრებმა დასანანი მარცხი განიცადა რუსებთან. მატჩი დაძაბულად მიმდინარეობდა, შუა თამაშის შემდეგ ჩვენებს მოსაგები სიტუაცია ჰქონდათ, საბოლოოდ მძიმე ბრძოლაში მინიმალური ანგარიშით, 1.5-ით 2.5 დამარცხდნენ. აღსანიშნავია სოფიკო ხუხაშვილის კარგი თამაში და მნიშვნელოვანი გამარჯვება ვალენტინა გუნინასთან.
ქალთა მესამე ნაკრებმა დიდი წინააღმდეგობა გაუწია ისრაელის გამოცდილ ნაკრებს და მხოლოდ მინიმალური ანგარიშით 1.5-ით 2.5 დათმო ბრძოლა.
მესამე ტურში ჩვენების მოწინააღმდეგეები იქნებიან:
მამაკაცთა სექციაში:
გერმანია – საქართველო
საქართველო 2 – კოსოვო
ქალთა სექციაში:
რუმინეთი – საქართველო
საქართველო 2 – ისრაელი
საქართველო 3 – ხორვატია