ქართველების ტრიუმფი მსოფლიოს სენიორთა ჩემპიონატზე!

იტალიის ქ. ასისში, 14-დან 27 ნოემბრის ჩათვლით მსოფლიოს სენიორთა ჩემპიონატი გაიმართა.

ტურნირი მოიცავდა 4 კატეგორიას: Open 50+; Women 50+; Open 65+; Women 65+. ყოველი კატეგორია გაერთიანებულად შვეიცარული სისტემით 11 ტურად ჩატარდა. დროის კონტროლით: 90 წთ. 40 სვლაზე, + 30 წთ. დარჩენილი თამაშისთვის, ყოველ სვლაზე 30 წამის დამატებით.

საქართველოდან ასპარეზობდენ: ნონა გაფრინდაშვილი (Women 65+), ზურაბ სტურუა (Open 50+) და სოფიკო ტერელაძე (Women 50+).

ქართველმა მოჭადრაკეებმა ორი ოქროსა და ერთი ვერცხლის მედალი მოიპოვეს! 65 წელს ზემოთ ქალთა შორის ტურნირის გამარჯვებული ლეგენდარული ნონა გაფრინდაშვილი გახდა, 50 წელს გადაცილებულ მამაკაცთა ტურნირში ზურაბ სტურუამაც ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, 50 წელს გადაცილებულ ქალთა შორის კი სოფიკო ტერელაძემ ვერცხლის მედალი დაისაკუთრა!

აღსანიშნავია, რომ სოფიკო ტერელაძემ წელს სენიორთა შორის ევროპის ჩემპიონის ტიტულიც მოიგო და აჭარის სპორტულ სამყაროს ორი მედალი შემატა.