ფოთის XVII საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი “ნანა ალექსანდრიას თასი – 2024”

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის, საქართველოს წადრაკის ფედერაციისა და ფოთის საჭადრაკო კლუბი ″ნანა″-ს ორგანიზებით, 15-24 ივლისს, ფოთში ‘ნანა ალექსანდრიას თასი’ გაიმართება.

ჩატარების ადგილი – ფოთის მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსი (ზერაგიას ქ. 49)

ფესტივალის ტურნირები და ღონისძიებები:

  • A ღია ტურნირი (ფიდეს რეიტინგი 1901 და მეტი, ასევე ფიდეს წოდებიანი მოჭადრაკეები);
  • B ღია ტურნირი (ფიდეს რეიტინგი 2000 და ნაკლები, აგრეთვე ურეიტინგო მოჭადრაკეები);
  • C ღია ტურნირი (ფიდეს რეიტინგი 1800 და ნაკლები, აგრეთვე ურეიტინგო მოჭადრაკეები);
  • D ღია ტურნირი (ფიდეს რეიტინგი 1600 და ნაკლები, აგრეთვე ურეიტინგო მოჭადრაკეები);
  • E ღია ტურნირი (ფიდეს ურეიტინგო მოჭადრაკეები)
  • Ι ბლიც ტურნირი – ირაკლი ლოლუას თასი;
  • ΙΙ ბლიც ტურნირი – გიორგი გამზარდიას თასი;
  • 10 წლის ჭაბუკთა შორის (2014 და შემდეგ წლებში დაბადებულნი);
  • 10 წლის გოგონათა შორის (2014 და შემდეგ წლებში დაბადებულნი);
  • 8 წლის ჭაბუკთა შორის (2016 და შემდეგ წლებში დაბადებულნი);
  • 8 წლის გოგონათა შორის (2016 და შემდეგ წლებში დაბადებულნი);

ფესტივალის ტურნირები გაიმართება შვეიცარული სისტემით, 9 ტურად.

დროის კონტროლი: A ღია ტურნირში – 90 წუთი 40 სვლაზე, შემდეგ 30 წუთი პარტიის ბოლომდე, 30 წამის დამატებით ყოველ სვლაზე. B, C, D და E ღია ტურნირებში და ასაკობრივ ტურნირებში 90 წუთი პარტიის ბოლომდე, 30 წამის დამატებით ყოველ სვლაზე.

ფესტივალში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს. აუცილებელია ასაკობრივ ტურნირებში დაბადების მოწმობის და ღია ტურნირებში პირადობის მოწმობის წარმოდგენა.

მონაწილეებმა ტურნირზე დასარეგისტრირებლად უნდა შეავსონ ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა – https://forms.gle/t9FRZAEWQcDFx7Bz6

ტურნირის განრიგი:

ტურნირის დირექტორი: ფიდეს საერთაშორისო ორგანიზატორი – დათო კოდუასაკონტაქტო ტელეფონები: 593-399-264, 593-600-911E-mail: