25 მარტს ნიუ-დელიში (ინდოეთი) სტარტი აიღო ფიდეს ქალთა გრან-პრის მესამე ეტაპმა.
ჩატარების სისტემა: ტურნირი იმართება წრიული სისტემით 9 ტურად 10 მანდილოსანს შორის.
დროის კონტროლი: 90 წუთი – 40 სვლაზე, შემდეგ 30 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 30 წამის დამატებით.
ფიდეს ქალთა გრან-პრი ტარდება 4 ეტაპად და მათში სულ 16 მოჭადრაკე ასპარეზობს. ყველა მათგანი ვალდებულია მონაწილეობა მიიღოს 3 ეტაპზე.
ეტაპების საერთო ჩათვლაში გამოვლენილი საუკეთესო ორი მანდილოსანი მოიპოვებს კანდიდატთა ტურნირის საგზურს.
მიმდინარე ტურნირის მონაწილენი:
აღსანიშნავია, რომ გრან-პრის მესამე ეტაპში საქართველოს 2 სპორტსმენი წარმოადგენს: ნანა ძაგნიძე და ნინო ბაციაშვილი!