ჭადრაკის პოპულარობის მასობრივი ტალღა გრძელდება. ფიდეს ონლაინ მსოფლიოს ჩემპიონატში 10-18 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის 114 ქვეყნის წარმომადგენელი 1380 ახალგაზრდა მოჭადრაკე ღებულობს მონაწილეობას.
საჭადრაკო პლატფორმა tornelo.com ღონისძიებას 27 ნოემბრიდან – 23 დეკემბერის ჩათვლით უმასპინძლებს. ტურნირი დაყოფილია 2 ეტაპად, I – კონტინენტალური შესარჩევი ეტაპი და II – ფინალური ეტაპი, სადაც უკვე ყველა კონტინენტის 4 გამარჯვებული + ფიდეს 4 ნომინანტი ნოკაუტ სისტემით შეეჯიბრებიან ერთმანეთს. დროის კონტროლი: კონტინენტალურ შესარჩევ ეტაპზე 10+3, ფინალში – 15+10.
ჩემპიონატი როგორც ჭაბუკში, ასევე გოგონებში ხუთ სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებადაა დაყოფილი: 10, 12, 14, 16 და 18 წლამდე.
კონტინენტალური შესარჩევი ეტაპები:
- აფრიკა – 28-30 ნოემბერი
 - ამერიკა – 2-4 დეკემბერი
 - ევროპა – 7-9 დეკემბერი
 - აზია – 11-13 დეკემბერი
 
ფინალი: 19 – 23 დეკემბერი
მონაწილეების წინაშე სიტყვით გამოსვლისას, ფიდეს პრეზიდენტმა არკადი დვორკოვიჩმა მადლობა გადაუხადა ღონისძიების ორგანიზატორს – საქართველოს ჭადრაკის ფედერაციას და ფიდეს ვიცე-პრეზიდენტს აკაკი იაშვილს ტურნირის მხარდაჭერისთვის. “ვიმედოვნებთ, რომ ამ ღონისძიებით აღფრთოვანებული იქნება ყველა მონაწილე, ყველა მოთამაშეს ჯანმრთელობას და წარმატებებს ვუსურვებ”.
ტურნირში საქართველოდან მონაწილეობას იღებს 18 მოჭადრაკე, აღსანიშნავია, რომ აქედან 2 აჭარის წარმომადგენელია.
მონაწილეთა სია:
- ანდრია კვირიაშვილი (10 წლამდე ჭაბუკთა შორის)
 - გაბრიელ გაბადაძე (10 წლამდე ჭაბუკთა შორის)
 - დათა კალაბეგაშვილი (10 წლამდე ჭაბუკთა შორის)
 - დავით თათვიძე (10 წლამდე ჭაბუკთა შორის)
 - ლუკა კილაძე (12 წლამდე ჭაბუკთა შორის)
 - დავით ნემსაძე (12 წლამდე ჭაბუკთა შორის)
 - ვასიკო შაპოვალოვი (14 წლამდე ჭაბუკთა შორის)
 - ნიკოლოზ კაჩარავა (16 წლამდე ჭაბუკთა შორის)
 - აკაკი ყალიჩავა (16 წლამდე ჭაბუკთა შორის)
 - ნიკოლოზ პეტრიაშვილი (18 წლამდე ჭაბუკთა შორის)
 - კესარია მგელაძე (10 წლამდე გოგონათა შორის)
 - ანასტასია კირთაძე (12 წლამდე გოგონათა შორის)
 - მარიამ გვათუა (12 წლამდე გოგონათა შორის)
 - ლიზი ქონიაძე (14 წლამდე გოგონათა შორის)
 - ნია დონღვანი (16 წლამდე გოგონათა შორის)
 - დიანა ლომაია (16 წლამდე გოგონათა შორის)
 - ელენე წოწონავა (16 წლამდე გოგონათა შორის)
 - ეკატერინე ფიფია (18 წლამდე გოგონათა შორის)
 

