2026 წლის 15-28 ივნისს, ქალაქი ბათუმი მასპინძლობს წლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ტურნირს საერთაშორისო საჭადრაკო ფედერაციის კალენდარში — ფიდეს მსოფლიო თასს 8-12 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის. ჩემპიონატი იმართება საქართველოსა და აჭარის ჭადრაკის ფედერაციების ორგანიზებით.
ღონისძიების მხარდამჭერები არიან: საქართველოს სპორტის სამინისტრო, აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტრო, სპორტის დეპარტამენტი, ქ. ბათუმის მერია, აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო და აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი.
შეჯიბრება იმართება შვეიცარული სისტემით 11 ტურად. თითოეულ მოთამაშეს მიეცემა 90 წუთი პარტიისთვის, 30 წამის დამატებით თითოეულ სვლაზე. აღსანიშნავია, რომ ტურნირის ყველა პარტია პირდაპირი ტრანსლაციით გადაიცემა.
ტურნირის სათამაშო დარბაზებია სასტუმრო ”გრანდ ბელაჯიოში” და სასტუმრო ”ეუფორიაში”. ასპარეზობაში მონაწილეობს 68- ქვეყნის 700-მდე სპორტსმენი.
მეოთხე ტური საზეიმო პირველი სვლით ღია 12-წლამდელთა კატეგორიაში გაიხსნა. პირველი სვლა მოწვეულმა სტუმარმა, მრავალი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულმა და ცნობილმა ბოდიბილდერმა დავით მსხალაძემ შეასრულა.
4 ტურის შემდეგ ტურნირის ლიდერები არიან:
8 წლამდე ჭაბუკთა შორის:
- ჯინ იუსინი (ჩინეთი) 4-დან 4 ქულა
- ნიკოლას ბაუსისი (ლიტვა) 4-დან 4 ქულა
- მენდსაიხან ულემჯი (მონღოლეთი) 4-დან 4 ქულა
- მიხაილ მარკოვი (ფიდე) 4-დან 4 ქულა
10 წლამდე ჭაბუკთა შორის:
- სარბართო მანი (ინდოეთი) 4-დან 4 ქულა
- ბოლდბაატარ ბატბილეგი (მონღოლეთი) 4-დან 4 ქულა
- ნურალი ნურშინი (ყაზახეთი) 4-დან 4 ქულა
- ულაძისლაუ დამნიცკი (ფიდე) 4-დან 4 ქულა
12 წლამდე ჭაბუკთა შორის:
- მუსტაფა დემირკანი (თურქეთი) 4-დან 4 ქულა
8 წლამდე გოგონათა შორის:
- იე სინხე (ჩინეთი) 4-დან 4 ქულა
- მირასლავა შაცილა (ფიდე) 4-დან 4 ქულა
- აკშარა შანოჯანი (შრი ლანკა) 4-დან 4 ქულა
- ურცაიხან ბაიანლხამი (მონღოლეთი) 4-დან 4 ქულა
10 წლამდე გოგონათა შორის:
- ლილე სვანაძე (საქართველო) 4-დან 4 ქულა
- ჩენ ჟიჰანი (ჩინეთი) 4-დან 4 ქულა
12 წლამდე გოგონათა შორის:
- პუჯა შრი რ. (ინდოეთი) 4-დან 4 ქულა
- ელიზაბეთ ჟოუ (აშშ) 4-დან 4 ქულა
საქართველოდან მონაწილეობს 75 სპორტსმენი, მათ შორის კი 13 აჭარის რეგიონის წარმომადგენელია:
- შაინიძე ნატა (8 წლამდე გოგონათა შორის)
- ლომინაძე ნიკო (8 წლამდე ჭაბუკთა შორის)
- სხვიტარიძე დანიელი (10 წლამდე ჭაბუკთა შორის)
- ბალაძე დაჩი (10 წლამდე ჭაბუკთა შორის)
- ბულკა ვიტალი (10 წლამდე ჭაბუკთა შორის)
- ევდოკიმოვ იური (10 წლამდე ჭაბუკთა შორის)
- ბასილაძე ანდრია (10 წლამდე ჭაბუკთა შორის)
- ფუტკარაძე დავითი (10 წლამდე ჭაბუკთა შორის)
- ცინცაძე თევდორე (10 წლამდე ჭაბუკთა შორის)
- აბულაძე ილია (12 წლამდე ჭაბუკთა შორის)
- სოსელია ევა (10 წლამდე გოგონათა შორის)
- შავაძე მარიამი (10 წლამდე გოგონათა შორის)
- გოგუაძე მარიამი (12 წლამდე გოგონათა შორის)
ღონისძიების ფოტოკოლაჟი:







