15-28 ივნისს, ქ. ბათუმი მასპინძლობდა ფიდეს მსოფლიო თასს 8-12 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის. ასპარეზობა საერთაშორისო საჭადრაკო ფედერაციის (ფიდე), საქართველოსა და აჭარის ჭადრაკის ფედერაციების ორგანიზებით ჩატარდა.
ღონისძიების მხარდამჭერები იყვნენ: საქართველოს სპორტის სამინისტრო, აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტრო, სპორტის დეპარტამენტი, ქალაქ ბათუმის მერია, აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო და აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი.
ასპარეზობაში მონაწილეობდა 68 ქვეყნის 700-მდე სპორტსმენი.
დახურვის ცერემონიას ესწრებოდნენ: აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირაკლი აბულაძე, სპორტის დეპარტამენტის სპორტის განყოფილების უფროსი ზურაბ ჭყონია, ფაშა ბანკის ბიზნესის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი მაკა გვრიტიშვილი, ყაზახეთის ჭადრაკის ფედერაციის აღმასრულებელი დირექტორი და ტურნირის სააპელაციო კომიტეტის თავმჯდომარე გულმირა დაულეტოვა, აჭარის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი სალომე მელია და სხვა საპატიო სტუმრები.
გამარჯვებული სამეული:
8 წლამდე ჭაბუკთა შორის:
- Jin Yuxin (CHN)
- Sergeev Vladimir Nik (FID)
- Zhang Ruike (CHN)
10 წლამდე ჭაბუკთა შორის:
- Ulan Rizat (KAZ)
- Mani Sarbartho (IND)
- Sattwik Swain (IND)
12 წლამდე ჭაბუკთა შორის:
- Llari Marc (FRA)
- Uzdemir Ali Poyraz (TUR)
- Tulegen Ramazan (KAZ)
8 წლამდე გოგონათა შორის:
- Sun Yunjin (CHN)
- Ye Xinhe (CHN)
- Saiaastha Singh (IND)
10 წლამდე გოგონათა შორის:
- Chen Zhihan (CHN)
- Bissaliyeva Alisha (KAZ)
- Asadova Madinabonu (UZB)
12 წლამდე გოგონათა შორის:
ღონისძიების ფოტოკოლაჟი:












