20 დეკემბერს, თბილისის ჭადრაკის სასახლეში მწვრთნელთა კომისიის გაფართოებული სხდომა გაიმართა.
საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ხელმძღვანელობამ მწვრთნელებს 2020 წლიდან დაგეგმილი უპრეცენდენტო პროექტი წარუდგინა.
7-14 წლამდე ასაკის მოჭადრაკეთა შორის 2019 წლის საერთო სპორტული შედეგების შეჯამების შედეგად გამოვლენილ 11 საუკეთესო მწვრთნელს ერთი წლით დაენიშნება სოლიდური სახელფასო დანამატი!
ფედერაციაში, დარწმუნებულები არიან, რომ მწვრთნელთა წახალისების პროგრამა დიდი სტიმული იქნება სხვა მწვრთნელებისთვისაც. ვინაიდან, მხოლოდ სპორტული შედეგების გათვალისწინებით იქნება შესაძლებელი პროექტში მოხვედრა.
განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ 2019 წლის წარმატებულ მწვრთნელთა თერთმეტეულში II ადგილზე აჭარის რეგიონის წარმომადგენელი ლეონიდ ნეურონოვია!
კონკურსის 21 კაციან სიაში, მეორე ბათუმელი მწვრთნელი, გიორგი ჭანტურიაც მოხვდა, რომელმაც 17-20 ადგილები გაიყო.
2019 წლის მწვრთნელთა ქულები მოსწავლეთა შედეგების მიხედვით:
ადგილი | სახელი, გვარი | ქალაქი | ქულა |
1 | ნიკოლოზ მანაგაძე | ქუთაისი | 250 |
2 | ლეონიდ ნეურონოვი | ბათუმი | 160 |
3 | ნონა ჭეფხოძე | ქუთაისი | 92 |
4 | სოსო კვირიაშვილი | თბილისი | 65 |
5 | დავით ზარქუა | თბილისი | 60 |
6 | გიორგი ტყეშელაშვილი | ქუთაისი | 30 |
7-11 | რამაზ ენდელაძე | ბაღდათი | 20 |
7-11 | გოჩა ჩაჩუა | ფოთი | 20 |
7-11 | ოთარ დოლიძე | გორი | 20 |
7-11 | გია ჭუმბურიძე | თერჯოლა | 20 |
7-11 | გიორგი მაჭარაშვილი | თბილისი | 20 |
12 | გოჩა თორია | თბილისი | 13 |
13-15 | მზია წერეთელი | თბილისი | 10 |
13-15 | თამარ ხმიადაშვილი | თელავი | 10 |
13-15 | გიორგი მენაბდე | ქუთაისი | 10 |
16 | მადონა ბოკუჩავა | ზუგდიდი | 8 |
17-20 | გია ქიტესაშვილი | გურჯაანი | 5 |
17-20 | გიორგი ხომერიკი | თბილისი | 5 |
17-20 | ვანო მინდორაშვილი | გურჯაანი | 5 |
17-20 | გიორგი ჭანტურია | ბათუმი | 5 |
21 | დიტო მაღალაშვილი | გორი | 3 |