სტარტი აიღო ევროპის ქალთა 24-ე ჩემპიონატმა

საბერძნეთის როდოსში 18 აპრილს სტარტი აიღო 2024 წლის ევროპის ქალთა ინდივიდუალურმა ჩემპიონატმა.

ტურნირში მონაწილეობს 35 ევროპული ფედერაციის 183 მოთამაშე.

ღონისძიება ტარდება შვეიცარიული სისტემით 10 ტურად, დროის კონტროლით 90 წუთი 40 სვლაზე + 30 წუთი თამაშის დანარჩენისთვის პირველი სვლიდან დაწყებული ყოველი სვლისთვის 30 წამის დამატებით.საპრიზო ფონდი 60 000 ევროს შეადგენს.

ჩემპიონატის ფავორიტთა შორის არიან – მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებული, საქართველოს ქალთა ნაკრების წევრები:

  • ბელა ხოტენაშვილი,
  • ლელა ჯავახიშვილი,
  • ნინო ბაციაშვილი,
  • სალომე მელია.

საქართველოს ღირსებას ჩემპიონატზე დაიცავენ:

  • ბელა ხოტენაშვილი (2454)
  • ლელა ჯავახიშვილი (2447)
  • ნინო ბაციაშვილი (2445)
  • სალომე მელია (2322)
  • ლილე ქორიძე (2121)
  • კესარია მგელაძე (2094)
  • ანასტასია კირთაძე (2044)
  • ნია დონღვანი (2028)
  • დიანა ლომაია (2005)
  • თამარ ესაძე (1965)
  • მარიამ ჯანიაშვილი ( 1964)
  • მარიამ ცეცხლაძე (1955)