საჭადრაკო ფესტივალი “შავი ზღვის დელფინი – 2021-ის” გამარჯვებულები გამოვლინდნენ!

აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით და აჭარის სპორტის დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით, ქ. ბათუმში18-22 დეკემბერს, 10,12 და 20 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის ღია რეიტინგ ტურნირი “შავი ზღვის დელფინი – 2021” გაიმართა.

ტურნირის სხვადახვა ასაკობრივი კატეგორიები ჩატარდა ფიდეს წესებით, შვეიცარული და წრიული სისტემით 7 ტურად. ღონისძიებაში მონაწილეობას ღებულობდნენ საქართველოს სხვადასსხვა კუთხის წარმომადგენლები, 50-მდე ჭაბუკი და გოგონა.

ტურნირის დებულების თანახმად 10,12 და 20 წლამდე კატეგორიებში გამოვლინდა 3-3 გამარჯვებული ჭაბუკი და გოგონა, 8,14,16 და 18 წლამდე ასაკში კი გამოიყო 1-1 საუკეთესო შედეგი. ასევე დაჯილდოვდა 3 საუკეთესო მწვრთნელი.

რეიტინგ ტურნირის გამარჯვებული და ფესტივალის დამფუძნებლის, საქართველოს სპორტის დამსახურებული მოღვაწის ქეთევან მუხაშარიას სახელობის სპეციალური პრიზის მფლობელი გახდა ქობულეთელი მარიამ ცეცხლაძე!

8 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათ შორის გამარჯვებულები:

  1. ლუკა ბელთაძე და მარიამ ბელთაძე – მწვრთნელი ნინო ჯვარშეიშვილი/სამტრედია

10 წლამდე ჭაბუკთა შორის გამარჯვებულები:

  1. ლუკა რუხაძე – მწვრთნელი ბესარიონ ლეჟავა/სამტრედია
  2. დანიელ ღონიაძე – მწვრთნელი ბესარიონ ლეჟავა/სამტრედია
  3. შოთა დოლიძე – მწვრთნელი ბადრი ბოლქვაძე/ბათუმი

10 წლამდე გოგონათა შორის გამარჯვებულები:

  1. ანა ბელთაძე – მწვრთნელი ნინო ჯვარშეიშვილი/სამტრედია
  2. ლანა გობაძე – მწვრთნელი იამზე ბოლქვაძე/ხულო
  3. ანატასია ხინთიბიძე – მწვრთნელი ნინო წიტაიშვილი/ოზურგეთი

12 წლამდე ჭაბუკთა შორის გამარჯვებულები:

  1. გიორგი გოგიაშვილი – მწვრთნელი ალექს ტერ-კარაპერიანი/ბათუმი
  2. არსენი თვდგირიძე – მწვრთნელი ეთერი თურმანიძე/ბათუმი
  3. დემეტრე ფარცვანია – მწვრთნელი ნაზი მახათაძე/ბათუმი

12 წლამდე გოგონათა შორის გამარჯვებულები:

  1. თიკო ბერაია – მწვრთნელი თენგიზ დიდმანიძე/ბათუმი
  2. ლიზი ვასაძე – მწვრთნელი ნინო წიტაიშვილი/ოზურგეთი
  3. მარიამ მახარაძე – მწვრთნელი ნინო წიტაიშვილი/ოზურგეთი

14 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის გამარჯვებულები:

  1. ლუკა მახარაძე (მწვრთნელი ნინო წიტაიშვილი/ოზურგეთი) და მარიამ კალანდაძე მწვრთნელი თენგიზ დიდმანიძე/ბათუმი

16 წლამდე ჭაბუკთა და გოგნათა შორის გამარჯვებულები:

  1. დემეტრე გოგიაშვილი – მწვრთნელი ალექს ტერ-კარაპერიანი/ბათუმი და ლულუ დიასამიძე – ქობულეთი/მწვრთნელი ჯამბული მახარაძე

18 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის გამარჯვებულები:

  1. მირიან ბერიძე – მწვრთნელი ნესტანი მახაჭაძე/ქედა და დეა ბედოშვილი – მწვრთნელი ლეონიდ ნეურონოვი/ბათუმი

20 წლამდე ჭაბუკთა შორის გამარჯვებულები:

  1. გიორგი სართანია
  2. ლაშა გულაბერიძე – მწვრთნელი ეთერი თურმანიძე/ხელვაჩაური
  3. მიშა ჩოხარაძე – მწვრთნელი ეთერი თურმანიძე/ხელვაჩაური

20 წლამდე გოგონათა შორის გამარჯვებულები:

  1. მარიამ ცეცხლაძე – ბათუმი/მწვრთნელი დავით მაღალაშვილი
  2. დიანა ქუთელია – ბათუმი/მწვრთნელი ალექს ტერ-კარაპერიანი
  3. ანეტა ქედელიძე – ბათუმი/მწვრთნელი გიორგი ჭანტურია

მწვრთნელთა კონკურსში გამარჯვებულები:

  1. ნინო ჯვარშეიშვილი /სამტრედია
  2. ნინო წიტაიშვილი /ოზურგეთი
  3. ალექსი ტერ-კარაპეტიანი /ბათუმი

ღონისძიების დახურვის ცერემონიას ესწრებოდნენ: აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ბადრი ნაკაშიძე, აჭარის სპორტის დეპარტამენტის უფროსი ლაჩა ჩავლეშვილი და მოადგილე მინდია ქათამაძე.

ტურნირის ფოტო კოლაჟი: