აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით და აჭარის სპორტის დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით, ქ. ბათუმში, 18-22 დეკემბერს, 10,12 და 20 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის ღია რეიტინგ ტურნირი “შავი ზღვის დელფინი – 2021” გაიმართა.
ტურნირის სხვადახვა ასაკობრივი კატეგორიები ჩატარდა ფიდეს წესებით, შვეიცარული და წრიული სისტემით 7 ტურად. ღონისძიებაში მონაწილეობას ღებულობდნენ საქართველოს სხვადასსხვა კუთხის წარმომადგენლები, 50-მდე ჭაბუკი და გოგონა.
ტურნირის დებულების თანახმად 10,12 და 20 წლამდე კატეგორიებში გამოვლინდა 3-3 გამარჯვებული ჭაბუკი და გოგონა, 8,14,16 და 18 წლამდე ასაკში კი გამოიყო 1-1 საუკეთესო შედეგი. ასევე დაჯილდოვდა 3 საუკეთესო მწვრთნელი.
რეიტინგ ტურნირის გამარჯვებული და ფესტივალის დამფუძნებლის, საქართველოს სპორტის დამსახურებული მოღვაწის ქეთევან მუხაშარიას სახელობის სპეციალური პრიზის მფლობელი გახდა ქობულეთელი მარიამ ცეცხლაძე!
8 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათ შორის გამარჯვებულები:
- ლუკა ბელთაძე და მარიამ ბელთაძე – მწვრთნელი ნინო ჯვარშეიშვილი/სამტრედია
10 წლამდე ჭაბუკთა შორის გამარჯვებულები:
- ლუკა რუხაძე – მწვრთნელი ბესარიონ ლეჟავა/სამტრედია
- დანიელ ღონიაძე – მწვრთნელი ბესარიონ ლეჟავა/სამტრედია
- შოთა დოლიძე – მწვრთნელი ბადრი ბოლქვაძე/ბათუმი
10 წლამდე გოგონათა შორის გამარჯვებულები:
- ანა ბელთაძე – მწვრთნელი ნინო ჯვარშეიშვილი/სამტრედია
- ლანა გობაძე – მწვრთნელი იამზე ბოლქვაძე/ხულო
- ანატასია ხინთიბიძე – მწვრთნელი ნინო წიტაიშვილი/ოზურგეთი
12 წლამდე ჭაბუკთა შორის გამარჯვებულები:
- გიორგი გოგიაშვილი – მწვრთნელი ალექს ტერ-კარაპერიანი/ბათუმი
- არსენი თვდგირიძე – მწვრთნელი ეთერი თურმანიძე/ბათუმი
- დემეტრე ფარცვანია – მწვრთნელი ნაზი მახათაძე/ბათუმი
12 წლამდე გოგონათა შორის გამარჯვებულები:
- თიკო ბერაია – მწვრთნელი თენგიზ დიდმანიძე/ბათუმი
- ლიზი ვასაძე – მწვრთნელი ნინო წიტაიშვილი/ოზურგეთი
- მარიამ მახარაძე – მწვრთნელი ნინო წიტაიშვილი/ოზურგეთი
14 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის გამარჯვებულები:
- ლუკა მახარაძე (მწვრთნელი ნინო წიტაიშვილი/ოზურგეთი) და მარიამ კალანდაძე – მწვრთნელი თენგიზ დიდმანიძე/ბათუმი
16 წლამდე ჭაბუკთა და გოგნათა შორის გამარჯვებულები:
- დემეტრე გოგიაშვილი – მწვრთნელი ალექს ტერ-კარაპერიანი/ბათუმი და ლულუ დიასამიძე – ქობულეთი/მწვრთნელი ჯამბული მახარაძე
18 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის გამარჯვებულები:
- მირიან ბერიძე – მწვრთნელი ნესტანი მახაჭაძე/ქედა და დეა ბედოშვილი – მწვრთნელი ლეონიდ ნეურონოვი/ბათუმი
20 წლამდე ჭაბუკთა შორის გამარჯვებულები:
- გიორგი სართანია
- ლაშა გულაბერიძე – მწვრთნელი ეთერი თურმანიძე/ხელვაჩაური
- მიშა ჩოხარაძე – მწვრთნელი ეთერი თურმანიძე/ხელვაჩაური
20 წლამდე გოგონათა შორის გამარჯვებულები:
- მარიამ ცეცხლაძე – ბათუმი/მწვრთნელი დავით მაღალაშვილი
- დიანა ქუთელია – ბათუმი/მწვრთნელი ალექს ტერ-კარაპერიანი
- ანეტა ქედელიძე – ბათუმი/მწვრთნელი გიორგი ჭანტურია
მწვრთნელთა კონკურსში გამარჯვებულები:
- ნინო ჯვარშეიშვილი /სამტრედია
- ნინო წიტაიშვილი /ოზურგეთი
- ალექსი ტერ-კარაპეტიანი /ბათუმი
ღონისძიების დახურვის ცერემონიას ესწრებოდნენ: აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ბადრი ნაკაშიძე, აჭარის სპორტის დეპარტამენტის უფროსი ლაჩა ჩავლეშვილი და მოადგილე მინდია ქათამაძე.
ტურნირის ფოტო კოლაჟი: