საჭადრაკო ფესტივალი ”ბათუმი-2022”-ის გამარჯვებულები

აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით და სპორტის დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით, 17-24 ივნისს, მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლეში 8,10,12 და 20 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის ღია საჭადრაკო ფესტივალი ”ბათუმი-2022” გაიმართა.

ფესტივალის ყოველი ასაკობრივი კატეგორია ჩატარდა შვეიცარული სისტემით 7 ტურად. დროის კონტროლი: 60 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 30 წამის დამატებით. 20 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში ითვლებოდა ფიდე-ს რეიტინგი. ღონისძიებაში ჩართული იყო 125 მოჭადრაკე საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, ასევე წარმოდგენილი იყო სპორტსმენი უკრაინიდან.

8,10 და 12 წლამდე ასაკობრივი კატეგორიების გამარჯვებული ხუთეული როგორც ჭაბუკთა, ასევე გოგონათა შორის დაჯილდოვდნენ: მედლებით, დიპლომებით, თასით და ფასიანი საჩუქრებით, ხოლო 20 წლამდე კატეგორიაში გამოყოფილი იყო ფულადი ჯილდო, რომლის ბიუჯეტიც 3000 ლარს შეადგენდა.

8 წლამდე ჭაბუკთა შორის გამარჯვებულნი:

  1. რომა მალანია (მწვრთნელი- ზურაბ ლიფონავა)
  2. რობერტ ჩიღვინაძე (მწვრთნელი- გია მენაბდე)
  3. ალექსანდრე კალანდაძე (მწვრთნელი- ბადრი ბოლქვაძე)
  4. ნიკოლოზ ჟორდანია (მწვრთნელი- ადამ ხუხუნაიშვილი)
  5. ილია აბულაძე (მწვრთნელი- ნათია ვაჩეიშვილი)

8 წლამდე გოგონათა შორის გამარჯვებულნი:

  1. მარიამ მიგრიაული (მწვრთნელი- ზაქარია დიდმანიშვილი)
  2. ანასტასია ებრალიძე (მწვრთნელი- ტარიელ ხუხუნაიშვილი)
  3. ნინო ბოლქვაძე (მწვრთნელი- ლია თედორაძე)
  4. ანასტასია მელაძე (მწვრთნელი- იამზე ბოლქვაძე)
  5. ნინი ებრალიძე (მწვრთნელი- ადამ ხუხუნაიშვილი)

10 წლამდე ჭაბუკთა შორის გამარჯვებულნი:

  1. ლუკა ჩიღვინიძე (მწვრთნელი- გია მენაბდე)
  2. ზურაბ მალანია (მწვრთნელი- ზურაბ ლიფონავა)
  3. ანდრია ქრისტესიაშვილი (მწვრთნელი- დიმიტრი მაღალაშვილი)
  4. შოთა დოლიძე (მწვრთნელი- ბადრი ბოლქვაძე)
  5. სანდრო გოგუაძე (მწვრთნელი- ალექსი ტერ-კარაპეტიანი)

10 წლამდე გოგონათა შორის გამარჯვებულნი:

  1. სარა ცომაია (მწვრთნელი- ადამ ხუხუნაიშვილი)
  2. ანასტასია კვირკველია (მწვრთნელი- ადამ ხუხუნაიშვილი)
  3. ბარბარე მიქელაიშვილი
  4. მარიამ ჭედლიშვილი ( მწვრთნელი- ალექსანდრე ჭედლიშვილი)
  5. თეკლა ჯაყელი (მწვრთნელი- ნათია ვაჩეიშვილი)

12 წლამდე ჭაბუკთა შორის გამარჯვებულნი:

  1. იოსებ შამათავა (მწვრთნელი- ზურაბ ლიფონავა)
  2. გუჯა ძოწენიძე (მწვრთნელი- ნანა ჭეფხოძე
  3. ალექსანდრე ვასაძე (მწვრთნელი- ნესტან მახაჭაძე)
  4. ბაჩუკი თებიძე (მწვრთნელი- ნესტან მახაჭაძე)
  5. დემეტრე გოგიტიძე (მწვრთნელი- ნინო წიტაიშვილი)

12 წლამდე გოგონათა შორის გამარჯვებულნი:

  1. ლილე ფირცხალაიშვილი (მწვრთნელი- ადამ ხუხუნაიშვილი)
  2. ლიზი ვასაძე (მწვრთნელი- ნინო წიტაიშვილი)
  3. მაგდა ცეცხლაძე (მწვრთნელი- იამზე ბოლქვაძე)
  4. ლანა გობაძე (მწვრთნელი- იამზე ბოლქვაძე)
  5. ელენე ლემონჯავა (მწვრთნელი- ზურაბ ლიფონავა)

20 წლამდე ჭაბუკთა შორის გამარჯვებულნი:

  1. გიორგი ნაყოფია (მწვრთნელი- გიორგი ბეჭვაია)
  2. ზურა გონგლიაშვილი
  3. გიორგი სართანია
  4. გოგა ლორთქიფანიძე
  5. თორნიკე კუპატაძე (მწვრთნელი- გიორგი ხომერიკი)

20 წლამდე გოგონათა შორის გამარჯვებულნი:

  1. კესარია მგელაძე (მწვრთნელი- ნოდარ ლორთქიფანიძე)
  2. მარიამ კალანდაძე (მწვრთნელი- თენგიზ დიდმანიძე)
  3. მარიამ ცეცხლაძე (მწვრთნელი- დავით მაღალაშვილი)
  4. ლულუ დიასამიძე (მწვრთნელი- დავით ზარქუა)
  5. პოლინა მიხაილეც (მწვრთნელი- ივანე სიფრაშვილი)

ტურნირში ასევე გამოვლინდა 5 საუკეთესო მწვრთნელი:

  1. ადამ ხუხუნაიშვილი
  2. ზურაბ ლიფონავა
  3. იამზე ბოლქვაძე
  4. ნინო წიტაიშვილი
  5. ნესტან მახაჭაძე

გამარჯვებულები დააჯილდოვა მაია ჩიბურდანიძის საჭადრაკო სკოლის დირექტორმა, საერთაშორისო დიდოსტატმა ნატალია ეძგვერაძემ.

ღონისძიების ფოტო კოლაჟი: