აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით და სპორტის დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით, 17-24 ივნისს, მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლეში 8,10,12 და 20 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის ღია საჭადრაკო ფესტივალი ”ბათუმი-2022” გაიმართა.
ფესტივალის ყოველი ასაკობრივი კატეგორია ჩატარდა შვეიცარული სისტემით 7 ტურად. დროის კონტროლი: 60 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 30 წამის დამატებით. 20 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში ითვლებოდა ფიდე-ს რეიტინგი. ღონისძიებაში ჩართული იყო 125 მოჭადრაკე საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, ასევე წარმოდგენილი იყო სპორტსმენი უკრაინიდან.
8,10 და 12 წლამდე ასაკობრივი კატეგორიების გამარჯვებული ხუთეული როგორც ჭაბუკთა, ასევე გოგონათა შორის დაჯილდოვდნენ: მედლებით, დიპლომებით, თასით და ფასიანი საჩუქრებით, ხოლო 20 წლამდე კატეგორიაში გამოყოფილი იყო ფულადი ჯილდო, რომლის ბიუჯეტიც 3000 ლარს შეადგენდა.
8 წლამდე ჭაბუკთა შორის გამარჯვებულნი:
- რომა მალანია (მწვრთნელი- ზურაბ ლიფონავა)
- რობერტ ჩიღვინაძე (მწვრთნელი- გია მენაბდე)
- ალექსანდრე კალანდაძე (მწვრთნელი- ბადრი ბოლქვაძე)
- ნიკოლოზ ჟორდანია (მწვრთნელი- ადამ ხუხუნაიშვილი)
- ილია აბულაძე (მწვრთნელი- ნათია ვაჩეიშვილი)
8 წლამდე გოგონათა შორის გამარჯვებულნი:
- მარიამ მიგრიაული (მწვრთნელი- ზაქარია დიდმანიშვილი)
- ანასტასია ებრალიძე (მწვრთნელი- ტარიელ ხუხუნაიშვილი)
- ნინო ბოლქვაძე (მწვრთნელი- ლია თედორაძე)
- ანასტასია მელაძე (მწვრთნელი- იამზე ბოლქვაძე)
- ნინი ებრალიძე (მწვრთნელი- ადამ ხუხუნაიშვილი)
10 წლამდე ჭაბუკთა შორის გამარჯვებულნი:
- ლუკა ჩიღვინიძე (მწვრთნელი- გია მენაბდე)
- ზურაბ მალანია (მწვრთნელი- ზურაბ ლიფონავა)
- ანდრია ქრისტესიაშვილი (მწვრთნელი- დიმიტრი მაღალაშვილი)
- შოთა დოლიძე (მწვრთნელი- ბადრი ბოლქვაძე)
- სანდრო გოგუაძე (მწვრთნელი- ალექსი ტერ-კარაპეტიანი)
10 წლამდე გოგონათა შორის გამარჯვებულნი:
- სარა ცომაია (მწვრთნელი- ადამ ხუხუნაიშვილი)
- ანასტასია კვირკველია (მწვრთნელი- ადამ ხუხუნაიშვილი)
- ბარბარე მიქელაიშვილი
- მარიამ ჭედლიშვილი ( მწვრთნელი- ალექსანდრე ჭედლიშვილი)
- თეკლა ჯაყელი (მწვრთნელი- ნათია ვაჩეიშვილი)
12 წლამდე ჭაბუკთა შორის გამარჯვებულნი:
- იოსებ შამათავა (მწვრთნელი- ზურაბ ლიფონავა)
- გუჯა ძოწენიძე (მწვრთნელი- ნანა ჭეფხოძე
- ალექსანდრე ვასაძე (მწვრთნელი- ნესტან მახაჭაძე)
- ბაჩუკი თებიძე (მწვრთნელი- ნესტან მახაჭაძე)
- დემეტრე გოგიტიძე (მწვრთნელი- ნინო წიტაიშვილი)
12 წლამდე გოგონათა შორის გამარჯვებულნი:
- ლილე ფირცხალაიშვილი (მწვრთნელი- ადამ ხუხუნაიშვილი)
- ლიზი ვასაძე (მწვრთნელი- ნინო წიტაიშვილი)
- მაგდა ცეცხლაძე (მწვრთნელი- იამზე ბოლქვაძე)
- ლანა გობაძე (მწვრთნელი- იამზე ბოლქვაძე)
- ელენე ლემონჯავა (მწვრთნელი- ზურაბ ლიფონავა)
20 წლამდე ჭაბუკთა შორის გამარჯვებულნი:
- გიორგი ნაყოფია (მწვრთნელი- გიორგი ბეჭვაია)
- ზურა გონგლიაშვილი
- გიორგი სართანია
- გოგა ლორთქიფანიძე
- თორნიკე კუპატაძე (მწვრთნელი- გიორგი ხომერიკი)
20 წლამდე გოგონათა შორის გამარჯვებულნი:
- კესარია მგელაძე (მწვრთნელი- ნოდარ ლორთქიფანიძე)
- მარიამ კალანდაძე (მწვრთნელი- თენგიზ დიდმანიძე)
- მარიამ ცეცხლაძე (მწვრთნელი- დავით მაღალაშვილი)
- ლულუ დიასამიძე (მწვრთნელი- დავით ზარქუა)
- პოლინა მიხაილეც (მწვრთნელი- ივანე სიფრაშვილი)
ტურნირში ასევე გამოვლინდა 5 საუკეთესო მწვრთნელი:
- ადამ ხუხუნაიშვილი
- ზურაბ ლიფონავა
- იამზე ბოლქვაძე
- ნინო წიტაიშვილი
- ნესტან მახაჭაძე
გამარჯვებულები დააჯილდოვა მაია ჩიბურდანიძის საჭადრაკო სკოლის დირექტორმა, საერთაშორისო დიდოსტატმა ნატალია ეძგვერაძემ.
ღონისძიების ფოტო კოლაჟი: