22-28 აგვისტოს, ქ. ბათუმში, ერთკვირიანი საჭადრაკო ზეიმი შედგა. პანდემიიდან გამომდინარე, რამოდენიმე თვიანი შესვენების შემდეგ, აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით სასტუმროში ”მიმინო” განახლდა ცოცხალი ტურნირები.
დახურვის ცერემონიას ესწრებოდნენ და გამარჯვებულები დააჯილდოვეს: საერთაშორისო დიდოსტატმა დავით მაღალაშვილმა, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა გიგა ყუფარაძემ და ნორვეგიის ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილია კაკუშაძემ.
საჭადრაკო ფესტივალის ”ბათუმი-2020” ჩემპიონები:
8 წლამდე ჭაბუკთა შორის – დანიელ ღონიაძე, (სამტრედია, მწვრთნელი – ბესო ლეჟავა)
8 წლამდე გოგონათა შორის – ანი ყალიჩავა, (ქობულეთი, მწვრთნელი – ამირან მჟავანაძე)
10 წლამდე ჭაბუკთა შორის – დემეტრე გოგიაშვილი, (ბათუმი, მწვრთნელი – ალექსი ტერ -კარაპეტიანი)
10 წლამდე გოგონათა შორის – ბარბარე აშოთია, (ქუთაისი, მწვრთნელი – გია მენაბდე)
12 წლამდე ჭაბუკთა შორის – ალექსანდრე მსხალაძე, (ბათუმი, მწვრთნელი – ვახტანგ ბასილაძე)
12 წლამდე გოგონათა შორის – მარიამ ცეცხლაძე, (ბათუმი, მწვრთნელი – ლეონიდ ნეურონოვი)
14 წლამდე ჭაბუკთა შორის – მათე სილაგაძე, (ხონი, მწვრთნელი – რაფიელ ჩარგეიშვილი)
14 წლამდე გოგონათა შორის – ეკატერინე ცივაძე. (ქობულეთი – ლეონიდ ნეურონოვი)
აჭარის ჩემპიონები:
10 წლამდე ჭაბუკთა შორის – დემეტრე გოგიაშვილი, (ბათუმი, მწვრთნელი – ალექსი ტერ -კარაპეტიანი)
10 წლამდე გოგონათა შორის – მარიამ კალანდაძე, (ბათუმი, მწვრთნელი – თენგიზ დიდმანიძე)
14 წლამდე ჭაბუკთა შორის – გიორგი გაბუნია, (ბათუმი, მწვრთნელი – ვახტანგ ბასილაძე)
14 წლამდე გოგონათა შორის – ლიზი ქონიაძე. (ბათუმი, მწვრთნელი – ლეონიდ ნეურონოვი)
მწვრთნელთა ნომინაციაში გამარჯვებულები:
- ადამ ხუხუნაიშვილი – ლანჩხუთი,
- ლეონიდ ნეურონოვი – ბათუმი,
- ამირან მჟავანაძე – ქობულეთი,
- ნინო წიტაიშვილი – ოზურგეთი,
- ტარიელ ხუხუნაიშვილი – ლანჩხუთი.