საჭადრაკო ბლიც-ტურნირი ევროპის დღეების აღსანიშნავად

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და აჭარის ჭადრაკის ფედერაციის თანამშრომლობის ფარგლებში, 12 მაისს, აჭარის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში, ევროპის დღეების აღსანიშნავად საჭადრაკო ბლიც-ტურნირი გაიმართება.

ღონისძიება ჩატარდება 18 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის, შვეიცარული სისტემით 7 ტურად. დროის კონტროლი: თითოეულ მონაწილეს მიეცემა 5 წუთი პარტიის ბოლომდე.

ტურნირში რეიტინგის დათვლა გადაწყდება მონაწილეთა რაოდენობის მიხედვით.

მონაწილეებმა რეგისტარციისთვის უნდა შეავსონ შემდეგი ანკეტა – https://docs.google.com/forms/d/1aY46giHLpFK4_LdM1kGkBQUGJTE2wPX9

ტურნირის გახსნის ცერემონია შედგება – 14:30 საათზე

I ტური დაიწყება – 15:00 საათზე

ტურნირის დახურვის ცერემონია გაიმართება – 17:00 საათზე

გამარჯვებულები, I-II-III ადგილზე გასული სპორტსმენები დაჯილდოვდებიან: თასით, სიგელით და სამახსოვრო საჩუქრებით.