საქართველოსა და პოლონეთის ქალ მოჭადრაკეთა მეგობრული მატჩი ჩვენების დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა!
20-22 ნოემბერს საჭადრაკო პლატფორმაზე tornelo.com მანდილოსნებმა ითამაშეს სწრაფი და ელვისებური ჭადრაკი, რომელიც 12-12 პარტიისგან შედგებოდა. დროის კონტროლი: 10+10 და 3+2. თითოეულ მატჩში 6-6 მონაწილე ეჯიბრებოდა ერთმანეთს. ორივე ტურნირი ქართველთა გუნდის გამარჯვებით დასრულდა: რაპიდი – 17- 7, (პირადი ქულები – 40.5 – 31.5) ბლიცი – 8 – 4, (პირადი ქულები – 41 – 31) საერთო ჯამში კი ანგარიშით 25 – 11. (პირადი ქულები – 81.5 – 62.5)
პირად ჩათვლაში 17 ქულით ტურნირში საუკეთესო შედეგი აჩვენა საქართველოს წარმომადგენელმა ლელა ჯავახიშვილმა!
საქართველოს ქალთა გუნდის შემადგენლობა:
- ნანა ძაგნიძე
 - ლელა ჯავახიშვილი
 - ნინო ბაციაშვილი
 - მერი არაბიძე
 - სალომე მელია
 - სოფიკო ხუხაშვილი
 
პოლონეთის ქალთა გუნდის შემადგენლობა:
- მონიკა სოჩკო
 - კარინა სიფკა
 - იოლანტა ზავადკა
 - ივეტა რახლიჩი
 - კლაუდია კულონი
 - იულია ანტოლაკი
 - ალისია სლივიჩკა
 

