საქართველო – აზერბაიჯანის ქალთა გუნდური მატჩ-ტურნირი

თბილისის ჭადრაკის სასახლეში 26 თებერვალს დაიწყო მსოფლიოს 2023 წლის გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებულის საქართველოს ქალთა ნაკრების და 2023 წლის ევროპის გუნდური ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორის აზერბაიჯანის ქალთა გუნდის მატჩ-ტურნირი.

ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაცია (ფიდე) 100 წლის წინ პარიზში დაარსდა. საქართველოს დედაქალაქი თბილისი შეუერთდება ფიდეს საიუბილეო ტურნირს და მასპინძლობს ქალთა მატჩს საქართველოსა და აზერბაიჯანის ნაკრებებს შორის 26 თებერვლიდან 2 მარტამდე.

ტურნირი ჩატარდება წრიული სისტემით, ფიდეს რეიტინგით. სათამაშო ადგილი ორ სხვადასხვა ლოკაციაზე იქნება, ჭადრაკის სასახლე (27-28 თებერვალი )   და სასტუმრო Biltmore  ( 29 თებერვალი-2 მარტი). ტურები ადგილობრივი დროით 15:00 საათზე დაიწყება.

საქართველოს ნაკრების წევრება:

  • ხოტენაშვილი ბელა
  • არაბიძე მერი
  • ბაციაშვილი ნინო
  • ჯავახიშვილი ლელა
  • მელია სალომე

აზერბაიჯანის ნაკრების წევრებია:

  • მამმაძადა გუნაი
  • ფატალიიევა ულვია
  • ბეიდულლაიევა გოვჰან
  • მამმადოვა გულნარ
  • ბალაჯაიევა ხანიმ

პირველ ტურში პირველი სვლა საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა, ფიდეს განსაკუთრებულ დავალებათა დირექტორმა, აკაკი იაშვილმა გააკეთა.