თბილისის ჭადრაკის სასახლეში 26 თებერვალს დაიწყო მსოფლიოს 2023 წლის გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებულის საქართველოს ქალთა ნაკრების და 2023 წლის ევროპის გუნდური ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორის აზერბაიჯანის ქალთა გუნდის მატჩ-ტურნირი.
ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაცია (ფიდე) 100 წლის წინ პარიზში დაარსდა. საქართველოს დედაქალაქი თბილისი შეუერთდება ფიდეს საიუბილეო ტურნირს და მასპინძლობს ქალთა მატჩს საქართველოსა და აზერბაიჯანის ნაკრებებს შორის 26 თებერვლიდან 2 მარტამდე.
ტურნირი ჩატარდება წრიული სისტემით, ფიდეს რეიტინგით. სათამაშო ადგილი ორ სხვადასხვა ლოკაციაზე იქნება, ჭადრაკის სასახლე (27-28 თებერვალი ) და სასტუმრო Biltmore ( 29 თებერვალი-2 მარტი). ტურები ადგილობრივი დროით 15:00 საათზე დაიწყება.
საქართველოს ნაკრების წევრება:
- ხოტენაშვილი ბელა
 - არაბიძე მერი
 - ბაციაშვილი ნინო
 - ჯავახიშვილი ლელა
 - მელია სალომე
 
აზერბაიჯანის ნაკრების წევრებია:
- მამმაძადა გუნაი
 - ფატალიიევა ულვია
 - ბეიდულლაიევა გოვჰან
 - მამმადოვა გულნარ
 - ბალაჯაიევა ხანიმ
 
პირველ ტურში პირველი სვლა საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა, ფიდეს განსაკუთრებულ დავალებათა დირექტორმა, აკაკი იაშვილმა გააკეთა.




