საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 28 აპრილიდან 7 მაისამდე, ქ.თბილისის ჭადრაკის სასახლეში საქართველოს 32-ე ჩემპიონატი 8, 12 და 16 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის გაიმართა.
ტურნირი ჩატარდა ფიდეს წესებით, შვეიცარიული სისტემით 9 ტურად. 12 და 16 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა ტურნირებში დაითვალა ფიდეს რეიტინგი.
დროის კონტროლი: ყოველ პარტიაზე თითოეულ მონაწილეს მიეცა 90 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე (პირველი სვლიდან) 30 წამის დამატებით.
ღონისძიებაში სულ 177 მოჭადრაკე ასპარეზობდა, აქედან კი 16 აჭარის წარმომადგენელი იყო.
- საბა სარჯველაძე (8 წლამდე ჭაბუკთა შორის) 9-დან 5.5 ქულა
- გაბრიელ მჟავანაძე (8 წლამდე ჭაბუკთა შორის) 9-დან 5.5 ქულა
- დემეტრე მგალობლიშვილი (8 წლამდე ჭაბუკთა შორის) 9-დან 4.5 ქულა
- მარიამ გოგუაძე (8 წლამდე გოგონათა შორის) 9-დან 2.5 ქულა
- შოთა დოლიძე (12 წლამდე ჭაბუკთა შორის) 9-დან 5 ქულა
- ნუგზარი ასკეროვი ( 12 წლამდე ჭაბუკთა შორის) 9-დან 4 ქულა
- სანდრო გოგუაძე (12 წლამდე ჭაბუკთა შორის) 9-დან 4 ქულა
- ნიკოლოზ სარჯველაძე (12 წლამდე ჭაბუკთა შორის) 9-დან 4 ქულა
- ანეტა ქედელიძე (12 წლამდე გოგონათა შორის) 9-დან 5 ქულა
- გიორგი გოგიაშვილი (16 წლამდე ჭაბუკთა შორის) 9-დან 5 ქულა
- დემეტრე გოგიაშვილი (16 წლამდე ჭაბუკთა შორის) 9-დან 5 ქულა
- გიორგი ჭანტურია (16 წლამდე ჭაბუკთა შორის) 9-დან 3.5 ქულა
- შოთა ცეცხლაძე (16 წლამდე ჭაბუკთ შორის) 9-დან 3.5 ქულა
- მარიამ ცეცხლაძე (16 წლამდე გოგონათ შორის) 9-დან 6 ქულა
- ლულუ დიასამიძე (16 წლამდე გოგონათა შორის) 9-დან 5.5 ქულა
- მარიამ კალანდაძე (16 წლამდე გოგონათა შორის) 9-დან 5 ქულა