საქართველოს ჩემპიონატი 8 და 12 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 6-15 აპრილის ჩათვლით თბილისის ჭადრაკის სასახლეში გაიმართება საქართველოს ჩემპიონატი 8 და 12 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის.

ტურნირებში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრებს:

  • 8 წლამდე – 2013 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ ჭაბუკებს და გოგონებს;
  • 12 წლამდე – 2009 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ ჭაბუკებს და გოგონებს;

სისტემა და კვალიფიკაცია:

ტურნირები ტარდება შვეიცარული სისტემით 9 ტურად.

ყოველ პარტიაზე თითოეულ მონაწილეს მიეცემა 90 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე (პირველი სვლიდან) 30 წამის დამატებით.

რეგისტრაცია და სატურნირო შესატანი:

მონაწილეებმა რეგისტრაციისას უნდა შეავსონ ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა : https://forms.gle/H8DoYvxK9v7aS4og8

ამავე ფორმაში უნდა ატვირთონ :

  1. დაბადების მოწმობის ასლი;
  2. საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საბანკო ანგარიშზე ჩემპიონატის სატურნირო შესატანის გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  3. შესაბამისი რეგიონული ჭადრაკის ფედერაციის საბანკო ანგარიშზე ფედერაციის წლიური საწევრო შესატანის (24 ლარი) გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  4. ფოტო 3X4 – ზე

რეგისტრაციის ბოლო ვადაა  2021 წლის  1 აპრილის 18.00 საათი.

ნატა ალავიძე: -ელ-ფოსტა –   მობ:  558 11 86 83

თითოეული მონაწილის სატურნირო შესატანია: 20 ლარი (უნაღდო ანგარიშსწორებით). დაგვიანებული რეგისტრაციის შემთხვევაში სატურნირო შესატანია 40 ლარი (უნაღდო ანგარიშსწორებით). სოციალურად დაუცველები და მრავალშვილიანები განთავისუფლებულნი არიან სატურნირო შესატანიდან.

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საბანკო რეკვიზიტები:
სს “თიბისი ბანკი”
საბანკო ანგარიში: GE45TB0313936080100006GEL     საბანკო კოდი (მფო) – TBCBGE 22

ტურნირის განრიგი:

ტურირიცხვი8 წლის ჭაბუკები და გოგონები12 წლის ჭაბუკები და გოგონები
ჩამოსვლის დღე6 აპრილი  
I ტურის კენჭისყრა6 აპრილი20:0020:00
გახსნა7 აპრილი10:0015:00
I ტური7 აპრილი10:0015:00
II ტური8 აპრილი10:0015:00
III ტური9 აპრილი10:0015:00
IVტური10 აპრილი10:0015:00
Vტური11 აპრილი10:0015:00
VI ტური12 აპრილი10:0015:00
VII ტური13 აპრილი10:0015:00
VIII ტური14 აპრილი10:0015:00
IX ტური15 აპრილი10:0015:00
დახურვა15 აპრილი18:0018:00

გამარჯვებულები:

  •  I ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან თასებით, მედლებით, დიპლომებით და 300 ლარიანი ფასიანი ვაუჩერით.
  • II ადგილზე გასული  მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან მედლებით, დიპლომებით და 200 ლარიანი ფასიანი ვაუჩერით.
  • III ადგილზე გასული  მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან მედლებით, დიპლომებით და 100 ლარიანი ფასიანი ვაუჩერით.
  • I-III ადგილებზე გასული ჭაბუკები და გოგონები დაფინანსდებიან მსოფლიოსა და ევროპის შესაბამისი ასაკის ონლაინ ჩემპიონატებზე.

2021 წლის 8-18 წლამდე საქართველოს ჩემპიონატებზე საპრიზო ადგილებზე გასული მოჭადრაკეების შედეგებით გამოვლინდებიან საუკეთესო რეგიონული ფედერაციები, რომლებიც დაჯილდოვდებიან:

  • I ადგილზე გასული ფედერაცია თასით, მედლით და დიპლომით;
  • II – III ადგილზე გასული ფედერაციები მედლებით და დიპლომებით.

ჩემპიონატში შესაძლებელია სპორტული თანრიგის შესრულება.

სპორტული თანრიგი პირდაპირი წესით ენიჭება საქართველოს ჩემპიონებს:

  • 8 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის – III სპორტული თანრიგი.
  • 12 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის – I სპორტული თანრიგი.

საერთო წესები:

  • ტურის დაწყებიდან  30 წუთზე მეტის დაგვიანების შემთხვევაში მონაწილეს ჩაეთვლება წაგება;
  • მონაწილის ტურნირიდან არასაპატიო მიზეზით გათიშვის შემთხვევაში გათვალისწინებულია სანქციები საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტის ბრძანების (#10. 20/01/2014 წ.) შესაბამისად;
  • ნებისმიერ მონაწილეს შესაბამისი პარტიის დასრულებიდან 30 წუთის განმავლობაში უფლება აქვს გაასაჩივროს მსაჯთა კოლეგიის გადაწყვეტილება სააპელაციო კომიტეტში. მონაწილე ვალდებულია წერილობით პროტესტთან ერთად საქართველოს ჭადრაკის ფედერაციაში გადაიხადოს 50 ლარი, რომელიც პროტესტის დაკმაყოფილების შემთხვევაში უკან დაუბრუნდება.

კოვიდ – 19 -თან დაკავშირებით არსებული მდგომარეობის გამო მონაწილეთა, მსაჯთა და ორგანიზატორთა ვალდებულებები რეგულირდება დანართი 1 -ით. პანდემიური ვითარების შესაბამისად ორგანიზატორმა შეიძლება მოითხოვოს “კოვიდ-19” -ის ინფექციაზე ჩატარებული ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტის პასუხი, რის შესახებაც მონაწილეებს ეცნობებათ დამატებით.

ტურნირის დირექტორი: საერთაშორისო ორგანიზატორი – დათო კოდუა

მთავარი მსაჯი: საერთაშორისო არბიტრი – მარგალიტა თანდაშვილი