საქართველოს ჭადრაკის ფედერაციისა და აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 5-14 მაისს, ქ. ბათუმში მუხრან ვახტანგაძის სახელობის სპორტის სასახლეში, საქართველოს ჩემპიონატი 8, 10, 12, 14, 16 და 18 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის უმაღლესი ლიგა გაიმართება.
მონაწილენი:
ტურნირებში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრებს:
- 8 წლამდე – 2017 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ ჭაბუკებს და გოგონებს;
- 10 წლამდე – 2015 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ ჭაბუკებს და გოგონებს;
- 12 წლამდე – 2013 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ ჭაბუკებს და გოგონებს;
- 14 წლამდე – 2011 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ ჭაბუკებს და გოგონებს;
- 16 წლამდე – 2009 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ ჭაბუკებს და გოგონებს;
- 18 წლამდე – 2007 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ ჭაბუკებს და გოგონებს;
ყველა მონაწილეს უნდა ჰქონდეს გადახდილი 2025 წლის საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის
წლიური საწევრო შესატანი (დანართი 1) საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საბანკო
ანგარიშზე (სს “საქართველოს ბანკი” საბანკო ანგარიში: GE30BG0000000584705115).
ასევე, შევსებული ელექტრონული ფორმა – https://forms.gle/ZGdjH68jACZ7R5v28
სისტემა და კვალიფიკაცია:
ტურნირი ტარდება ფიდეს წესებით, შვეიცარიული სისტემით 9 ტურად.
10, 12, 14, 16 და 18 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა ტურნირებში დაითვლება ფიდეს რეიტინგი.
დროის კონტროლი: ყოველ პარტიაზე თითოეულ მონაწილეს მიეცემა 90 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე (პირველი სვლიდან) 30 წამის დამატებით.
რეგისტრაცია და საწევრო შესატანი:
მონაწილეებმა რეგისტრაციისას უნდა შეავსონ ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა –
https://forms.gle/B4VDBRJvyjgzdmm58
ამავე ფორმაში უნდა ატვირთონ:
- დაბადების მოწმობის ასლი;
- აჭარის ჭადრაკის ფედერაციის საბანკო ანგარიშზე GE95BG0000000363099200 ტურნირის საწევრო შესატანის (40 ლარი) გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი.
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2025 წლის 2 მაისი 18:00 სათი.
თითოეული მონაწილის ტურნირის საწევრო შესატანია – 40 ლარი.
სოციალურად დაუცველები და მრავალშვილიანები განთავისუფლებულნი არიან სატურნირო
შესატანიდან, იმ შემთხვევაში, თუ ისინი რეგისტრაციის დასრულებამდე (2 მაისის 18.00
საათამდე) წარმოადგენენ შესაბამის დოკუმენტებს. ნატა ალავიძე: ელ-ფოსტა –
მობ: 558 11 86 83
დაგვიანებული რეგისტრაციის შემთხვევაში საწევრო შესატანია 80 ლარი.
რეგისტრაციის ბოლო ვადის დარღვევის შემთხვევაში ორგანიზატორს უფლება აქვს არ
დაარეგისტრიროს მოჭადრაკე, რომელმაც დაარღვია რეგისტრაციის ვადები.
აჭარის ჭადრაკის ფედერაციის საბანკო რეკვიზიტები: სს “საქართველოს ბანკი’’
ანგარიშის ნომერი: GE95BG0000000363099200
ტურნირის განრიგი:

გამარჯვებულები:
- I ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან თასით, მედლით, დიპლომით და ფასიანი
საჩუქრით. - II-III ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან მედლით, დიპლომით და ფასიანი
საჩუქრით. - I და II ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაფინანსდებიან მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატებზე შესაბამის ასაკებში. საქართველოს ჩემპიონებს ეძლევათ საგზურის არჩევის საშუალება.
- 8, 10 და 12 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის I ადგილზე გასული მოჭადრაკეები მოიპოვებენ
ფიდეს მსოფლიო თასის შესაბამისი ასაკის საგზურს. - 2025 წლის საქართველოს ასაკობრივი ჩემპიონატების გამარჯვებული მოჭადრაკეები
განხილულნი იქნებიან საქართველოს ნაკრები გუნდების წევრობის კანდიდატებად.
საერთო წესები:
ტურის დაწყებიდან 30 წუთზე მეტის დაგვიანების შემთხვევაში მონაწილეს ჩაეთვლება წაგება;
ნებისმიერ მონაწილეს შესაბამისი პარტიის დასრულებიდან 30 წუთის განმავლობაში უფლება
აქვს გაასაჩივროს მსაჯთა კოლეგიის გადაწყვეტილება სააპელაციო კომიტეტში.
მონაწილე ვალდებულია წერილობით პროტესტთან ერთად აჭარის ჭადრაკის ფედერაციაში
გადაიხადოს 100 ლარი, რომელიც პროტესტის დაკმაყოფილების შემთხვევაში უკან
დაუბრუნდება.
სამართლიანი თამაშის წესების დაცვა:
სამართლიანი თამაშის წესების დაცვა განსაზღვრულია დებულების დანართით.
ტურნირის დირექტორი: აჭარის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი – სალომე მელია
მთავარი მსაჯი: საერთაშორისო არბიტრი – მარიკა ჯაფარიძე
ორგანიზატორთა საკონტაქტო ტელეფონი – 599 06 94 97, 558 41 09 04
ელ-ფოსტა: