საქართველოს ქალთა 79-ე ჩემპიონატი ბათუმლების ტრიუმფით დასრულდა!

საქართველოს ჭადრაკის ფედერაცის ორგანიზებით, 5-15 ივნისს, საქართველოს ქალთა 79-ე ჩემპიონატის უმაღლესი ლიგა გაიმართა.

ტურნირი ჩატარდა ფიდე-ს წესებით, წრიული სისტემით 9 ტურად. დროის კონტროლი: თითოეულ მონაწილეს მიეცა 90 წუთი 40 სვლაზე, შემდეგ 30 წუთი პარტიის ბოლომდე, პირველი სვლიდან ყოველ სვლაზე 30 წამის დამატებით.

აქართველოს ჩემპიონი 9-დან 8 ქულით გახდა ნინო ბაციაშვილი! ვიცე-ჩემპიონი 9-დან 7.5 ქულით – სალომე მელია! ბრინჯაოს მედალს კი 9-დან 7 ქულით ლელა ჯავახიშვილი დაეუფლა.

აღსანიშნავია, რომ საპრიზო სამეულში გასულმა სპორტსმენებმა ევროპის ქალთა ჩემპიონატის დაფინანსება მოიპოვეს, რომელიც აგვისტოს თვეში პრაღაში გაიმართება.

ტურნირის მონაწილენი:

  1. ლელა ჯავახიშვილი (2477)
  2. მაკა ფურცელაძე (2287)
  3. დიანა ლომაია (1846)
  4. სალომე მელია (2368)
  5. ალექსანდრა ვახანია (2135)
  6. მერი არაბიძე (2448)
  7. ნინო ბაციაშვილი (2453)
  8. სოფიო გვეტაძე (2306)
  9. ელენე წოწონავა (1915)
  10. თამარი ესაძე (1982)