საქართველოს ჭადრაკის ფედერაცის ორგანიზებით, 5-15 ივნისს, საქართველოს ქალთა 79-ე ჩემპიონატის უმაღლესი ლიგა გაიმართა.
ტურნირი ჩატარდა ფიდე-ს წესებით, წრიული სისტემით 9 ტურად. დროის კონტროლი: თითოეულ მონაწილეს მიეცა 90 წუთი 40 სვლაზე, შემდეგ 30 წუთი პარტიის ბოლომდე, პირველი სვლიდან ყოველ სვლაზე 30 წამის დამატებით.
საქართველოს ჩემპიონი 9-დან 8 ქულით გახდა ნინო ბაციაშვილი! ვიცე-ჩემპიონი 9-დან 7.5 ქულით – სალომე მელია! ბრინჯაოს მედალს კი 9-დან 7 ქულით ლელა ჯავახიშვილი დაეუფლა.
აღსანიშნავია, რომ საპრიზო სამეულში გასულმა სპორტსმენებმა ევროპის ქალთა ჩემპიონატის დაფინანსება მოიპოვეს, რომელიც აგვისტოს თვეში პრაღაში გაიმართება.
ტურნირის მონაწილენი:
- ლელა ჯავახიშვილი (2477)
- მაკა ფურცელაძე (2287)
- დიანა ლომაია (1846)
- სალომე მელია (2368)
- ალექსანდრა ვახანია (2135)
- მერი არაბიძე (2448)
- ნინო ბაციაშვილი (2453)
- სოფიო გვეტაძე (2306)
- ელენე წოწონავა (1915)
- თამარი ესაძე (1982)