საქართველოს სპორტის დამსახურებული მოღვაწის ქეთევან მუხაშარიას მემორიალის შედეგები

აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით და აჭარის სპორტის დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით, 8 მარტს, მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლეში, საქართველოს სპორტის დამსახურებული მოღვაწის ქეთევან მუხაშარიას მემორიალი გაიმართა.

ჩატარების სისტემა:

ჩემპიონატი ჩატარდა 2 კატეგორიად:

კატეგორია A: ქალთა ტურნირი;

კატეგორია B: ბლიც ტურნირი 16 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის.

დროის კონტროლი: ორივე კატეგორიაში თითოეულ მონაწილეს მიეცა 5 წუთი პარტიის ბოლომდე, თითოეულ სვლაზე 5 წამის დამატებით;

ღონისძეიბაში ჯამში 40-მდე მონაწილე ასპარეზობდა. ქალთა კატეგორია ჩატარდა წრიული სისტემით 5 ტურად, ხოლო 16 წლამდე ღია კატეგორია – შვეიცარული სისტემით 7 ტურად.

ორივე კატეგორიაში I, II, III  საპრიზო ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდნენ მედლებით, დიპლომებით და ფასიანი საჩუქრებით, ხოლო ჩემპიონები აგრეთვე  თასით.

ქალთა ტურნირის საბოლოო შედეგები:

  1. ნესტან მახაჭაძე
  2. ეთერ თურმანიძე
  3. მედეა ბიბილეიშვილი
  4. თალიკო გაბეჩავა
  5. ანა ნიკოლაიშვილი
  6. დარეჯან დიასამიძე

16 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის გამარჯვებული სამეული:

  1. დემეტრე გოგიაშვილი
  2. შოთა ცეცხლაძე
  3. შოთა დოლიძე

ღონისძიების ფოტოკოლაჟი: