საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 25-28 იანვარს, თბილისის ჭადრაკის სასახლეში, საქართველოს ვაჟთა და ქალთა ჩემპიონატი სწრაფ ჭადრაკში ‘ნანა იოსელიანის თასი-2023‘ გაიმართება.
ტურნირები:
- ღია ტურნირი;
 - ქალთა ტურნირი.
 
მონაწილენი და რეგისტრაცია:
ჩემპიონატში დაიშვებიან მხოლოდ საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრები.
ღია ტურნირში მონაწილეობის უფლება აქვთ:
- კლასიკურ ჭადრაკში ფიდეს აქტიური რეიტინგის 2400 და მეტის მქონე მოჭადრაკეებს (2023 წლის 1 იანვრის მდგომარეობით);
 - ფიდეს საერთაშორისო წოდების (GM, IM, FM) მქონე აქტიურ მოჭადრაკეებს;
 - 2022 წლის მსოფლიოსა და ევროპის ახალგაზრდული და კადეტთა ჩემპიონატებზე 1-5 ადგილებზე გასულ მოჭადრაკეებს;
 - საქართველოს 20 წლამდე ჭაბუკთა შორის კლასიკურ ჭადრაკში საუკეთესო ფიდეს აქტიური რეიტინგის მქონე 1-5 მოჭადრაკეს (2023 წლის 1 იანვრის მდგომარეობით).
 
ქალთა ტურნირში მონაწილეობის უფლება აქვთ:
- კლასიკურ ჭადრაკში ფიდეს აქტიური რეიტინგის 2300 და მეტის მქონე მოჭადრაკეებს (2023 წლის 1 იანვრის მდგომარეობით);
 - ფიდეს საერთაშორისო წოდების (GM, WGM, IM, WIM, FM, WFM) მქონე აქტიურ მოჭადრაკეებს;
 - 2022 წლის მსოფლიოსა და ევროპის ახალგაზრდული და კადეტთა ჩემპიონატებზე 1-5 ადგილებზე გასულ მოჭადრაკეებს;
 - საქართველოს 20 წლამდე გოგონათა შორის კლასიკურ ჭადრაკში საუკეთესო ფიდეს აქტიური რეიტინგის მქონე 1-5 მოჭადრაკეს (2023 წლის 1 იანვრის მდგომარეობით).
 
მონაწილეებმა რეგისტრაციისას უნდა შეავსონ ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა – სარეგისტაციო ბმული
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2023 წლის 24 იანვარი 18:00 სათი.
ნატა ალავიძე: ელ-ფოსტა – მობ: 558 11 86 83
სისტემა და კვალიფიკაცია:
- დროის კონტროლი: 15 წუთი პარტიის ბოლომდე, 10 წამის დამატებით ყოველ სვლაზე.
 - ტურნირები ტარდება ფიდეს წესებით, შვეიცარიული სისტემით 9 ტურად.
 - დაითვლება ფიდეს რეიტინგი სწრაფ ჭადრაკში.
 
ტურნირების განრიგი:
| ტური | რიცხვი | დრო | 
| ჩამოსვლის დღე | 25 იანვარი | |
| გახსნა / მისალმება | 26 იანვარი | 14:45 | 
| I ტური | 26 იანვარი | 15:00 | 
| II ტური | 26 იანვარი | 16:15 | 
| III ტური | 26 იანვარი | 17:30 | 
| IV ტური | 27 იანვარი | 15:00 | 
| V ტური | 27 იანვარი | 16:15 | 
| VI ტური | 27 იანვარი | 17:30 | 
| VII ტური | 28 იანვარი | 15:00 | 
| VIII ტური | 28 იანვარი | 16:15 | 
| IX ტური | 28 იანვარი | 17:30 | 
| დახურვა | 28 იანვარი | 18:30 | 
გამარჯვებულების გამოვლენა და დაჯილდოება:
- ღია და ქალთა ტურნირებში I-V ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან ფულადი პრიზით, საპრიზო სამეული – მედლითა და დიპლომით, ჩემპიონები კი ნანა იოსელიანის სახელობის თასთან ერთად მოიპოვებენ დაფინანსებას 2023 წლის მსოფლიოს ინდივიდუალურ ჩემპიონატზე სწრაფ და ელვისებურ ჭადრაკში.
 
საპრიზო ფონდი:
| ტურნირი | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 
| ღია ტურნირი | 1500 | 1000 | 700 | 500 | 300 | 
| ქალთა ტურნირი | 1500 | 1000 | 700 | 500 | 300 | 
ტურნირის დირექტორი: საერთაშორისო ორგანიზატორი – დათო კოდუა
ტურნირის მთავარი მსაჯი: საერთაშორისო არბიტრი – მარგალიტა თანდაშვილი

