31 ოქტომბერს, ბათუმში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჭადრაკის ფედერაციის საანგარიშო-საარჩევნო კონფერენცია გაიმართა.
ნომინირებულ 22 დელეგატთაგან კონფერენციას ესწრებოდა 19 პირი. დამსწრე დელეგატთა სრული მხარდაჭერით (რომლებიც ნომინირებულნი იყვნენ სპორტული ორგანიზაციების სახელმძღვანელო პრინციპიების რეკომენდაციების გათვალისწინებით), მომავალი 4 წლის ვადით ერთხმად იქნა არჩეული ფედერაციის ხელმძღვანელობა:
- ფედერაციის პრეზიდენტი – სალომე მელია ;
- ვიცე-პრეზიდენტი – თამარ მესხიძე;
- გამგეობის წევრები: ლევან ჯიოშვილი, თემურ ვეკუა, ბაგრატ მჟავანაძე, იამზე ბოლქვაძე და დავით ხოსრუაშვილი;
- გენერალური მდივანი – დიანა ქუთელია;
- სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე – ლეონიდ ნეურონოვი, წევრები: თინათინ ბერიძე და თორნიკე კალანდაძე.
კონფერენციას დელეგატებთან ერთად ესწრებოდა საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი და ფიდე-ს განსაკუთრებულ დავალებათა დირექტორი აკაკი იაშვილი და მედიის წარმომადგენლები.