საკვალიფიკაციო ტურნირი V, IV და III სპორტულ თანრიგზე

აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით და აჭარის სპორტის დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით, 30-31 მარტს, მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლეში (მის: ლეონიძის 15), V, IV და III თანრიგზე საკვალიფიკაციო ტურნირი გაიმართება.

ჩატარების სისტემა:

ტურნირი ტარდება ფიდეს წესებით, შვეიცარული ან წრიული სისტემით 7 ტურად. ცვლილების საჭიროების შემთხვევაში, ტურნირის სისტემას, დროის კონტროლს და ტურის დაწყების საათს განსაზღვრავს ორგანიზატორი. დროის კონტროლი: თითოეულ მონაწილეს მიეცემა 15 წუთი პარტიის ბოლომდე.

მონაწილენი:

ტურნირში დაიშვებიან საქართველოსა და მსოფლიოს საჭადრაკო ორგანიზაციის წევრი სპორტსმენები.

რეგისტრაცია: მონაწილეებმა რეგისტრაციისთვის უნდა შეავსონ ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა    –   https://forms.gle/G4CYSD8kzUw4WMF36

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2024 წლის 29 მარტის 19:00 საათი.

დაგვიანებული რეგისტრაციის შემთხვევაში მონაწილის ტურნირში დაშვებას წყვიტავს ორგანიზატორი.

რეგისტრაციაზე და კენჭისყრაზე საკონტაქტო პირი – 558 410904

ტურნირის განრიგი:

ტურნირის გახსნა: 30 მარტი, 12:00 სთ.

I-II-III-IV ტური – 30 მარტი 13:00 საათიდან (I ტური დაიწყება13:00 საათზე, ყოველი მომდევნო კი თითოეული ტურის დასრულების შემდეგ).

V-VI-VII ტური – 31 მარტი, დასაწყისი 13:00 სთ.

ტურნირის დახურვა: 31 მარტი, 16:00 სთ.

სატურნირო შესატანი: 10 ლარი (უნაღდო ანგარიშწორებით).

აჭარის ჭადრაკის ფედერაციის საბანკო  რეკვიზიტები: სს “საქართველოს ბანკი’’

ანგარიშის ნომერი: GE95BG 0000 000 3630 99200

ჩემპიონატში მონაწილეობისათვის მოჭადრაკეებმა უნდა გადაიხადონ ფედერაციის წლიური საწევრო შესატანი საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საბანკო ანგარიშზე: სს საქართველოს ბანკი GE30BG0000000584705115

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრმა და გაწევრიანების მსურველმა 18 წლამდე ასაკის პირებმა უნდა შეავსონ ელექტრონული სარეგისტრაციო ფორმა – https://forms.gle/vJGBfSvyoMGPpAgDA
ატვირთონ შესაბამისი დოკუმენტები (პასპორტის, პირადობის ან დაბადების მოწმობის ასლი, წლიური საწევრო თანხის გადახდის ქვითარი).

დაჯილდოება:                                                                                                                                                        

     – 1-3 ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან მედლებითა და  დიპლომებით.                 –   V თანრიგის ტურნირში, მოჭადრაკეები, რომლებიც დააგროვებენ 4 და მეტ ქულას მიენიჭებათ V სპორტული თანრიგის 1 ბალი.      

     – IV თანრიგის ტურნირში, მოჭადრაკეები, რომლებიც დააგროვებენ 4.5 და მეტ ქულას მიენიჭებათ IV სპორტული თანრიგის 1 ბალი.    

     – III თანრიგის ტურნირში, მოჭადრაკეები, რომლებიც დააგროვებენ 5 და მეტ ქულას მიენიჭებათ III სპორტული თანრიგის 1 ბალი.                 

ტურნირის დირექტორი: საერთაშორისო დიდოსტატი სალომე მელია