აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით და აჭარის სპორტის დეპარტამენტის ფინანსური მხადაჭერით, 21-22 ოქტომბერს, მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლეში IV და V თანრიგზე საკვალიფიკაციო ტურნირი გაიმართა.
შეჯიბრება შვეიცარული სისტემით 7 ტურად ჩატარდა. დროის კონტროლი: 15 წუთი დამატების გარეშე.
ღონისძიებაში ასპარეზობდა 122 მონაწილე, აქედან V თანრიგზე – 97, ხოლო IV-ზე კი 25 მოჭადრაკე.
V თანრიგის ტურნირში, მოჭადრაკეებს, რომლებმაც დააგროვეს 7-დან 4.5 ქულა და მეტი, მიენიჭათ V სპორტული თანრიგის 1 ბალი, ხოლო IV თანრიგის ტურნირში, 7-დან 5 ქულისა და მეტის მფლობელს მიენიჭა IV სპორტული თანრიგის 1 ბალი.
V თანრიგის გამარჯვებული სამეული:
- ბოგდან პეტრაკოვ 7-დან 7 ქულა
- დანიილ ფოლალიევ 7-დან 6 ქულა
- ირაკლი ართმელაძე 7-დან 5.5 ქულა
IV თანრიგის გამარჯვებული სამეული:
- ნუგზარი ასკეროვი 7-დან 6.5 ქულა
- ილია აბულაძე 7-დან 5.5 ქულა
- დემეტრე მახარაძე 7-დან 5 ქულა
V თანრიგის 1 ბალი მიენიჭათ:
IV თანრიგის 1 ბალი მიენიჭათ: