აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 21-28 ივლისს, მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლეში საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი ”ბათუმი-2026” გაიმართება.
ტურნირის მხარდამჭერები:
- საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია;
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სპორტის დეპარტამენტი.
ჩატარების ადგილი:
მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლე.
მისამართი: ლეონიძის 15.
ფესტივალი ჩატარდება შემდეგ ასაკობრივ ჯგუფებში:
- A – 8 წლამდე ღია კატეგორია (2018 წ. და შემდეგ წლებში დაბადებულნი)
- B – 10 წლამდე ღია კატეგორია (2016 წ. და შემდეგ წლებში დაბადებულნი)
- C – 12 წლამდე ღია კატეგორია (2014 წ. და შემდეგ წლებში დაბადებულნი)
- D – 20 წლამდე ღია კატეგორია (2006 წ. და შემდეგ წლებში დაბადებულნი)
სათამაშო წესები:
ფესტივალის ყოველი ასაკობრივი კატეგორია გაიმართება ფიდეს წესებით, შვეიცარული ან წრიული სისტემით, 7 ტურად. დროის კონტროლი: 60 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 30 წამის დამატებით. 20 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში დაითვლება ფიდე-ს რეიტინგი.
აუცილებლობის შემთხვევაში ტურნირის ჩატარების სისტემას და დროის კონტროლს განსაზღვრავს ორგანიზატორი.
რეგისტრაცია და სატურნირო შესატანი:
ფესტივალში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა მსურველს ასაკობრივი ცენზის დაცვით.
საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრებს უნდა ჰქონდეთ გადახდილი 2026 წლის ფედერაციის წლიური საწევრო შესატანი საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საბანკო ანგარიშზე. ასევე, შევსებული ელექტრონული სარეგისტრაციო ფორმა (დანართი 1)
მონაწილეებმა რეგისტრაციისთვის უნდა შეავსონ შემდეგი ბმული:
https://forms.gle/8i9dLhmZUCA3cAQB9
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2026 წლის 19 ივლისის 19:00 საათი.
საკონტაქტო მობ: 599 069497, 558 410904
რეგისტრაციის ბოლო ვადის დარღვევის შემთხვევაში ორგანიზატორს უფლება აქვს არ დაარეგისტრიროს მოჭადრაკე, რომელმაც დაარღვია რეგისტრაციის ვადები.
ფესტივალის ‘’ბათუმი 2026’’ სატურნირო შესატანი – 40 ლ.
რეგისტრაციის ვადის დასრულებიდან ტურნირის დაწყებამდე – 60 ლ.
სატურნირო შესატანის წინასწარი ანგარიშსწორება იწარმოებს შემდეგ ანგარიშზე:
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჭადრაკის ფედერაცია
საინდ. კოდი: 245424704 ს.ს.“საქართველოს ბანკი“
ანგარიშის № GE95BG 0000 000 363 099 200
ფესტივალის განრიგი:
| ჩამოსვლის დღე | 21 ივლისი | |
| გახსნა | 22 ივლისი | 11:00 |
| I ტური | 22 ივლისი | 12:00 |
| II ტური | 23 ივლისი | 12:00 |
| III ტური | 24 ივლისი | 12:00 |
| IV ტური | 25 ივლისი | 12:00 |
| V ტური | 26 ივლისი | 12:00 |
| ბლიც-ტურნირი | 26 ივლისი | 17:00 |
| VI ტური | 27 ივლისი | 12:00 |
| VII ტური | 28 ივლისი | 12:00 |
| დახურვა | 28 ივლისი | 17:00 |
პრიზები:
ყველა კატეგორიის გამარჯვებული ხუთეული და საუკეთესო 3გოგონა დაჯილდოვდება დიპლომით და ფასიანი საჩუქრით, სამეული – მედლით და ჩემპიონი ასევე თასით.
მონაწილის მიერ 2 პრიზის მოგების შემთხვევაში, გადაეცემა უმაღლესი ადგილის ჯილდო.
– პრიზებისა და საჩუქრების მისაღებად სავალდებულოა დახურვაზე დასწრება.
მწვრთნელთა კონკურსი
მწვრთნელთა კონკურსში მონაწილეობისათვის აუცილებელია, რომ ფესტივალის ასაკობრივ კატეგორიებში თამაშობდეს მისი მინიმუმ 3 მოსწავლე და პედაგოგი იმყოფებოდეს ტურნირზე. კონკურსში მონაწილეობის მსურველმა მწვრთნელებმა განაცხადი უნდა წარმოადგინონ 3-ე ტურის დაწყებამდე.
ყველა ასაკობრივ კატეგორიაში I-V ადგილზე გასული მოჭადრაკეების მწვრთნელების ქულათა შედეგების შეჯამება მოხდება შემდეგი პრინციპით:
I ადგილლი – 10 ქულა
II ადგილი – 8 ქულა
III ადგილი – 6 ქულა
IV ადგილი – 4 ქულა
V ადგილი – 2 ქულა
ქულათა რაოდენობის მიხედვით გამარჯვებული 5 მწვრთნელი დიპლომთან ერთად დაჯილდოვდება ფასიანი საჩუქრით.
ფესტივალის ფარგლებში, 26 ივლისს გაიმართება ‘’გია მახარაძის თასი’’ ელვისებურ ჭადრაკში, რომელშიც მონაწილეობის მიღება ფესტივალის მონაწილეებთანერთად შეეძლებათ დელეგაციების თანმხლებ პირებს და ყველა მსურველს.
A – ღია ტურნირი;
B – ღია ტურნირი 12 წლამდე კატეგორიაში.
დასაწყისი 17:00 სთ.
ტურნირი ჩატარდება ფიდეს წესებით შვეიცარული სისტემით 7 ტურად. დროის კონტროლი: 3 წუთი 2 წამის დამატებით.
ღია ტურნირში დაითვლება ფიდე-ს რეიტინგი.
ბლიც ტურნირის სატურნირო შესატანი – 20 ლ.
ბლიც ტურნირის პრიზები:
ყველა კატეგორიის გამარჯვებული სამეული დაჯილდოვდება დიპლომით, მედლით და ფასიანი საჩუქრით, ჩემპიონი ასევე თასით. ტურნირში ასევე გამოიყოფა საუკეთესო მადნილოსნის ნომინაცია.
ყველა კატეგორიაში ასევე დაჯილდოვდება საუკეთესოშედეგის მქონე ხულოს მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი, რომელსაც დიპლომთან ერთად გადაეცემა ფასიანისაჩუქარი.
– პრიზების მისაღებად სავალდებულოა დახურვაზე დასწრება, რომელიც გაიმართება 28 ივლისს 17:00 საათზე.
საერთო წესები:
ტურზე დაგვიანების შემთხვევაში, საათზე დროის ამოწურვის შემდეგ მონაწილეს ჩაეწერება წაგება.
პარტიის მსვლელობისას მობილურის დარეკვის შემთხვევაში მონაწილეს ჩაეწერება წაგება.
ნებისმიერ მონაწილეს უფლება აქვს გაასაჩივროს მსაჯთა კოლეგიის გადაწყვეტილება სააპელაციო კომიტეტში, რომელიც არჩეული იქნება ფესტივალის გახსნის ცერემონიაზე. მონაწილე ვალდებულია წერილობით პროტესტთან ერთად აჭარის ჭადრაკის ფედერაციაში გადაიხადოს 50 ლარი, რომელიც პროტესტის დაკმაყოფილების შემთხვევაში უკან დაუბრუნდება.
სამართლიანი თამაშის წესების დაცვა:
სამართლიანი თამაშის წესების დაცვა განსაზღვრულია დებულების დანართით.
ტურნირის დირექტორი: ფიდეს ასოცირებული ორგანიზატორი სალომე მელია
ტურნირის მთავარი მსაჯი: ეროვნული არბიტრი ალექსი ტერ-კარაპეტიანი

