7 მარტს, საჭადრაკო პლატფორმაზე tornelo.com 16 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის მორიგი საერთაშრისო მეგობრული გუნდური ტურნირი გაიმართა.
ტურნირში წარმოდგენილი იყო 6 ქვეყანა: საქართველო, საბერძნეთი, ნორვეგია, თურქეთი, ბულგარეთი და კვიპროსი. სულ მონაწილეობას ღებულობდა 23 გუნდი. თითოეული გუნდი შედგებოდა 6 მონაწილისგან.
ტურნირი გაიმართა შვეიცარული სისტემით 6 ტურად, დროის კონტროლი 10 წუთი 5 წამის დამატებით.
საქართველოდან 3 გუნდი ღებულობდა მონაწილეობას, აჭარის რეგიონის წარმომადგენლები „ბათუმის პაიკები”, ბათუმის “საჭადრაკო კლუბი ნონა” და სამეგრელოს „ფოთი”.
აღსანიშნავია, რომ საბოლოოდ ”ფოთი”-ის გუნდმა III ადგილი დაიკავა, ”ბათუმის პაიკებმა” VI-X ადგილები გაიყო, ”ნონა”-მ კი XII.