საახალწლო ტურნირი ”ბათუმის თასი 2022”-ის გამარჯვებულები

აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 17-18 დეკემბერს, მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლეში, საახალწლო ტურნირი ”ბათუმის თასი 2022” გაიმართა.

ჩემპიონატი ჩატარდა ღია კატეგორიაში, ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით 9 ტურად. დროის კონტროლი: 10 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 5 წამის დამატებით.

ტურნირის გამარჯვებული 9-დან 7.5 ქულით გახდა ზვიად ქამადაძე, მეორე ადგილზე გავიდა თენგიზ დიდმანიძე, მესამე ადგილი კი გრიგოლ ვოსკანიანმა მოიპოვა.

ქალთა ნომინაციაში პირველობა წილად ხვდა თინათინ ბერიძეს, მეორე ადგილზე გავიდა ქსენია ბოდნარუკი, მესამეზე კი ნათია ვასაძე.

ღია კატეგორიაში I-III ადგილზე გასულ მოჭადრაკეებს გადეცათ ფულადი პრიზი, სიგელები და მედლები, ჩემპიონი ასევე დაჯილდოვდა თასით. ქალთა ნომინაციაში გამარჯვებული სამეული დაჯილდოვდა დიპლომით, მედლითა და ფასიანი საჩუქრით.