საახალწლო ტურნირი ”ბათუმის თასი – 2022”

აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 17-18 დეკემბერს, მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლეში (მის: ლეონიძის 15), საახალწლო ტურნირი ”ბათუმის თასი – 2022” გაიმართება.

ჩემპიონატი ჩატარდება ღია კატეგორიაში, ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით 9 ტურად.  

დროის კონტროლი: 10 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 5 წამის დამატებით.

რეგისტრაციისთვის მონაწილეებმა უნდა შეავსონ შემდეგი ბმული: https://forms.gle/a1Q1T8Vq4Wg6ZQ3E9

საკონტაქტო მობ:  599 069497                                           

რეგისტრაციის  ბოლო ვადაა  2022  წლის  16  დეკემბრის  20:00 საათი.

რეგისტრაციის  ბოლო  ვადის  დარღვევის  შემთხვევაში, ორგანიზატორს  უფლება  აქვს არ                     დაარეგისტრიროს  მოჭადრაკე,  რომელმაც  დაარღვია  რეგისტრაციის  ვადები.        

ტურნირის განრიგი:

ჩამოსვლის დღე16 დეკემბერი 
გახსნა17 დეკემბერი13:30
1 ტური17 დეკემბერი14:00
2 ტური17 დეკემბერი14:40
3 ტური17 დეკემბერი15:20
4 ტური17 დეკემბერი16:00
5 ტური18 დეკემბერი14:00
6 ტური18 დეკემბერი14:40
7 ტური18 დეკემბერი15:20
8 ტური18 დეკემბერი16:00
9 ტური18 დეკემბერი16:20
 დახურვა                           18 დეკემბერი 17:00

6. პრიზები

ტურნირის გამარჯვებული სამეული დაჯილდოვდება დიპლომით, მედლითა და ფულადი პრიზით:

I    ადგილი   –  150 ლ.

II  ადგილი   –  130 l.

III  ადგილი   –  100 ლ.

ტურნირის გამარჯვებული ასევე დაჯილდოვდება თასით;

ქალთა ნომინაციაში გამარჯვებული სამეული დაჯილდოვდება დიპლომით, მედლითა და ფასიანი საჩუქრით.

ტურნირის დირექტორი: საერთაშორისო დიდოსტატი – სალომე მელია