აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 17-18 დეკემბერს, მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლეში (მის: ლეონიძის 15), საახალწლო ტურნირი ”ბათუმის თასი – 2022” გაიმართება.
ჩემპიონატი ჩატარდება ღია კატეგორიაში, ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით 9 ტურად.
დროის კონტროლი: 10 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 5 წამის დამატებით.
რეგისტრაციისთვის მონაწილეებმა უნდა შეავსონ შემდეგი ბმული: https://forms.gle/a1Q1T8Vq4Wg6ZQ3E9
საკონტაქტო მობ: 599 069497
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2022 წლის 16 დეკემბრის 20:00 საათი.
რეგისტრაციის ბოლო ვადის დარღვევის შემთხვევაში, ორგანიზატორს უფლება აქვს არ დაარეგისტრიროს მოჭადრაკე, რომელმაც დაარღვია რეგისტრაციის ვადები.
ტურნირის განრიგი:
| ჩამოსვლის დღე | 16 დეკემბერი | |
| გახსნა | 17 დეკემბერი | 13:30 |
| 1 ტური | 17 დეკემბერი | 14:00 |
| 2 ტური | 17 დეკემბერი | 14:40 |
| 3 ტური | 17 დეკემბერი | 15:20 |
| 4 ტური | 17 დეკემბერი | 16:00 |
| 5 ტური | 18 დეკემბერი | 14:00 |
| 6 ტური | 18 დეკემბერი | 14:40 |
| 7 ტური | 18 დეკემბერი | 15:20 |
| 8 ტური | 18 დეკემბერი | 16:00 |
| 9 ტური | 18 დეკემბერი | 16:20 |
| დახურვა | 18 დეკემბერი | 17:00 |
6. პრიზები
ტურნირის გამარჯვებული სამეული დაჯილდოვდება დიპლომით, მედლითა და ფულადი პრიზით:
I ადგილი – 150 ლ.
II ადგილი – 130 l.
III ადგილი – 100 ლ.
ტურნირის გამარჯვებული ასევე დაჯილდოვდება თასით;
ქალთა ნომინაციაში გამარჯვებული სამეული დაჯილდოვდება დიპლომით, მედლითა და ფასიანი საჩუქრით.
ტურნირის დირექტორი: საერთაშორისო დიდოსტატი – სალომე მელია

