საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 13-16 სექტემბერს, ქ. თბილისის ჭადრაკის სასახლეში, ნონა გაფრინდაშვილის 80 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ტურნირი გაიმართა.
ასპარეზობა მიმდინარეობდა შვეიცარული სისტემით 8 ტურად, დროის კონტროლი: 45 წუთი პარტიის ბოლომდე, 10 წამის დამატებით ყოველ სვლაზე.
ვაჟთა და ქალთა ტურნირშიც მონაწილეობას 15-15 მოჭადრაკე ღებულობდა. მათ შორის აჭარას წარმოადგენდნენ: ნოდარ ლორთქიფანიძე, სალომე მელია და მირანდა მიქაძე.
გამარჯვებულები ვაჟთა შორის:
- ზურაბ სტურუა
- გიგა ყუფარაძე
- ნიკოლოზ მანაგაძე
- თორნიკე სანიკიძე
- ლევან ფანცულაია
- დავით ჯოჯუა
- ალექსანდრ ფიერი
- მიხეილ მჭედლიშვილი
გამარჯვებულები ქალთა შორის:
- ნანა ძაგნიძე
- მერი არაბიძე
- ბელა ხოტენაშვილი
- სალომე მელია
- ალექსანდრა ვახანია
- ინგა ხურცილავა
- სოფიო ნიკოლაძე
- სოფიო გვეტაძე
აღსანიშნავია, რომ 2 ტურნირის ქულათა ჯამით – ”მაია ჩიბურდანიძის თასის” და ”ნონა გაფრინდაშვილის თასის” ჯამური შედეგებით, ბათუმელი დიდოსტატი სალომე მელია III საპრიზო ადგილს დაეუფლა.
2 ტურნირის ქულათა ჯამით გამარჯვებულები ვაჯთა შორის:
- გიგა ყუფარაძე
- ნიკოლოზ მანაგაძე
- თორნიკე სანიკიძე
- დავით ჯოჯუა
- ზურაბ სტურუა
2 ტურნირის ქულათა ჯამით გამარჯვებულები ქალთა შორის:
- ნანა ძაგნიძე
- ბელა ხოტენაშვილი
- სალომე მელია
- მერი არაბიძე
- ინგა ხურცილავა