1-2 აგვისტოს, რუმინეთის ქალაქ ალბა იულიაში საერთაშორისო ღია ტურნირი სწრაფ ჭადრაკში გაიმართა.
ტურნირი რუმინეთის გრან-პრის სერიის ფარგლებში გაიმართა და მასში 27 ქვეყნის 402 მოჭადრაკე მონაწილეობდა. შეჯიბრება შვეიცარიული სისტემით 10 ტურად ჩატარდა, დროის კონტროლი: 15 წუთი 5 წამის დამატებით.
აღსანიშნავია, რომ აჭარის ნაკრების წევრი, საერთაშორისო ოსტატი ნოდარ ლორთქიფანიძე 10-დან 9 ქულით ტურნირის გამარჯვებული გახდა!

