6 ნოემბერს, იტალიის ტერასინში, სენიორთა შორის FIDE-ს 31-ე ჩემპიონატი დასრულდა. აღსანიშნავია, რომ იტალიამ უკვე მერვედ უმასპინძლა ამ ტურნირს. წლევანდელი ღონისძიება ულამაზეს კუნძულ სიცილიაზე ჩატარდა.
ყოველი კატეგორია გაიმართა შვეიცარული სისტემით, 11 ტურად. დროის კონტროლით: 90 წთ. 40 სვლაზე, + 30 წთ. დარჩენილი თამაშისთვის, ყოველ სვლაზე 30 წამის დამატებით.
ასპარეზობაში 53 სხვადასხვა ეროვნული ფედერაციის 271 მოთამაშე მონაწილეობდა, რომლებიც მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისთვის შემდეგ კატეგორიებში იბრძოდნენ: ღია 50+, ღია 65+ და ქალთა შორის.
FIDE-ს ღონისძიებების კომისიის გადაწყვიტილებით ქალთა 50+ და 65+ კატეგორიები გაერთიანდა და შეჯიბრი შვეიცარული სისტემით 11 ტურად გაიმართა. პრიზები გადაეცათ ორივე კატეგორიაში ცალ-ცალკე, საბოლოო პოზიციების მიხედვით.
საქართველოდან ღონისძიებაში მონაწილეობდნენ:
- ნონა გაფრინდაშვილი (Women 65+) 11-დან 6 ქულა; V ადგილი
- სოფიკო ტერელაძე (Women 50+) 11-დან 7 ქულა; III-V ადგილი
- ზურაბ სტურუა (Open 50+) 11-დან 7 ქულა; XXII ადგილი
- როინ ლიპარტელიანი (Open 65+) 11-დან 1.5 ქულა;
ორივე ასაკობრივი კატეგორიის ერთიანი საბოლოო შედეგის სია ქალთა შორის:
საბოლოო შედეგის სია ღია 65+ კატეგორიაში:
საბოლოო შედეგის სია ღია 50+ კატეგორიაში: