ესპანეთის ქალაქ სიტჯესში 26 სექტემბერს სტარტი აიღო მსოფლიოს ქალთა გუნდურმა ჩემპიონატმა.
ჩემპიონატში ასპარეზობს 12 ქვეყნის ეროვნული ნაკრები:
- საქართველო
- ინდოეთი
- ამერიკა
- გერმანია
- პოლონეთი
- რუსეთი
- ესპანეთი
- აზერბაიჯანი
- ყაზახეთი
- უკრაინა
- საფრანგეთი
- სასომხეთი
დროის კონტროლი: 45 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 10 წამის დამატებით.
ტურნირი ორი ეტაპისგან შედგება:
I ეტაპი – 12 მონაწილე გუნდი დაყოფილია 2 ჯგუფად (Pool A, Pool B), თითოეულ ჯგუფში 6 გუნდია და თამაშები 27-29 სექტემბერს წრიული სისტემით 5 ტურად გაიმართება. თითოეული ჯგუფიდან საუკეთესო 4 გუნდი გადავა II ეტაპზე, რომელიც უკვე 30 სექტემბრიდან 3 ოქტომბრამდე ნოკაუტ სისტემით გაიმართება და თითოეული შეხვედრა 2 მატჩისგან შედგება.
საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრები (Pool B)
გუნდის კაპიტანია დავით ჯოჯუა, მთავარი მწვრთნელი – ელიზბარ უბილავა.