მსოფლიოს კადეტთა ჩემპიონატი 8,10 და 12 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის

15-28 სექტემბერს, ქ.ბათუმი მსოფლიოს კადეტთა ჩემპიონატს უმასპინძლებს!

ტურნირი გაიმართება 8, 10 და 12 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის, ფიდეს წესებით შვეიცარული სისტემით 11 ტურად. დროის კონტროლი: თითოეულ მონაწილეს მიეცემა 90 წუთი პირველივე სვლიდან 30 წამის დამატებით.

ყველა ასაკობრივ კატეგორიაში დაითვლება ფიდეს რეიტინგი.

ასპარეზობაში მონაწილეობს 70-მდე ქვეყნის 750-ზე მეტი მოჭადრაკე.

ტურის მსვლელობის დროს იქნება სათამაშო დარბაზის ვიდეო ტრანსლირება, ასევე 100 დაფა გადაიცემა ლაივში და ყოველდღიურად გაიმართება პარტიების კომენტირება.

საქართველოდან მონაწილეობას მიიღებს 108 მოჭადრაკე, მათ შორის კი 14 აჭარის წარმომადგენელია.

  • დემეტრე გოგიაშვილი (Open U12)
  • ალექსანდრე ვასაძე (Open U12)
  • შოთა ცეცხლაძე (Open U12)
  • კესარია მგელაძე (Girls U12)
  • მარიამ კალანდაძე (Girls U12)
  • ანანო ხიმშიაშვილი (Girls U12)
  • შოთა დოლიძე (Open U10)
  • ნიკოლოზ სარჯველაძე (Open U10)
  • რატი დიასამიძე (Open U10)
  • ანეტა ქედელიძე (Girls U10)
  • ალექსანდრე კალანდაძე (Open U08)
  • ილია აბულაძე (Open U08)
  • ნინო ბოლქვაძე (Girls U08)
  • ანასტასია მელაძე (Girls U08)

ტურნირის განრიგი:

თარიღიტურიდრო
16 სექტემბერიტურნირის გახსნა14:30
16 სექტემბერი1 ტური15:00
17 სექტემბერი2 ტური15:00
18 სექტემბერი3 ტური15:00
19 სექტემბერი4 ტური15:00
20 სექტემბერი5 ტური15:00
21 სექტემბერი6 ტური15:00
22 სექტემბერიდასვენების დღე 
23 სექტემბერი7 ტური15:00
24 სექტემბერი8 ტური15:00
25 სექტემბერი9 ტური15:00
26 სექტემბერი10 ტური15:00
27 სექტემბერი11 ტური10:00
27 სექტემბერიტურნირის დახურვა19:00