24 ნოემბერს, იტალიის ქალაქ მონტესილვანოში, მსოფლიოს ახალგაზრდული პირველობა 14, 16 და 18 წლამდე ასაკობრივ კატეგორიებში დასრულდა.
ყოველი კატეგორია ჩატარდა შვეიცარული სისტემით 11 ტურად. დროის კონტროლი: 90 წთ. 40 სვლაზე, + 30 წთ. დარჩენილი თამაშისთვის, ყოველ სვლაზე 30 წამის დამატებით.
ასპარეზობაში მსოფლიოს 80 ქვეყნის 773 მოჭადრაკე მონაწილეობდა. საქართველოს დელეგაციას 10 სპორტსმენი წარმოადგენდა, მათ შორის კი 14 წლამდე გოგონათა შორის 3 აჭარის წარმომადგენელი იყო.
- კესარია მგელაძე (2065) 14 წლამდე გოგონათა შორის;
- ანასტასია კირთაძე (1921) 14 წლამდე გოგონათა შორის;
- მარიამ ცეცხლაძე (1911) 14 წლამდე გოგონათა შორის;
- ლულუ დიასამიძე (1676) 14 წლამდე გოგონათა შორის;
- ლუკა კილაძე (2145) 14 წლამდე ჭაბუკთა შორის;
- ერეკლე ტაბატაძე (1925) 14 წლამდე ჭაბუკთა შორის;
- გიორგი ჭანტურია (1668) 14 წლამდე ჭაბუკთა შორის.
- მარიამ გვათუა (1701) 16 წლამდე გოგონათა შორის
- დავით ნემსაძე (2300) 16 წლამდე ჭაბუკთა შორის
- აკაკი ყალიჩავა (2141) 18 წლამდე ჭაბუკთა შორის
14 წლამდე გოგონათა შორის, 11-დან 8 ქულით V ადგილი ანასტასია კირთაძემ დაიკავა, VIII ადგილზე გავიდა კესარია მგელაძე 11-დან 7.5 ქულით, მარიამ ცეცხლაძემ 11-დან 6.5 ქულა მოაგროვა და 25-ე ადგილის დასჯერდა, ლულუ დიასამიძემ კი 11-დან 5.5 ქულით 55-ე ადგილი დაიკავა.
14 წლამდე ჭაბუკთა შორის, 23-ე ადგილზე ლუკა კილაძე (11-დან 7.5 ქულით) გავიდა, გიორგი ჭანტურიამ (11-დან 5.5 ქულით) 90-ე ადგილი დაიკავა, ხოლო ერეკლე ტაბატაძემ (11-დან 5.5 ქულით) 95-ე ადგილი დაისაკუთრა.
16 წლამდე გოგონათა შორის, მარიამ გვათუამ (11-დან 5.5 ქულით) 48-ე ადგილი დაიკავა. 16 წლამდე ჭაბუკთა შორის დავით ნემსაძე (11-დან 6 ქულით) 56-ე ადგილზე გავიდა.
18 წლამდე ჭაბუკთა შორის აკაკი ყალიჩავამ (11-დან 5 ქულით) 77-ე ადგილი დაიკავა.