აჭარის ჭადრაკის ფედერაციისა და ქვემო სილეზიის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით 19-20 ნოემბერს საჭადრაკო პლატფორმაზე chess.com გაიმართა ღია ტურნირი 14 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის.
აღსანიშნავია, რომ ტურნირში ჯამში საქართველოსა და პოლონეთის მხრიდან წარმოდგენილი იყო 82 მონაწილე. 4 ასაკობრივ კატეგორიაში ქართველი მოზარდების მიერ მოპოვებულია 18 მედალი!
საქართველოდან ტურნირში მონაწილეობდნენ აჭარისა და საქართველოსა ჩემპიონატებზე 8, 10, 12 და 14 წლამდე კატეგორიებში საპრიზო სამეულში გასული ჭაბუკები და გოგონები.
8 წლამდე გამარჯვებულები ჭაბუკთა და გოგონათა შორის:
- ლუკა ქუნთელია
 - გაბრიელ გაბადაძე
 - ფრანჩიზეკ კოლანოვსკი
 
- ანასტასია ქუთათელაძე
 - ლიზი უგულავა
 - ანეტა ქედელიძე
 
10 წლამდე გამარჯვებულები ჭაბუკთა და გოგონათა შორის:
- ერეკლე ტაბატაძე
 - ანდრია კვირაშვილი
 - ნიკოდემ ბირონსკი
 
- მარიამ კალანდაძე
 - მარტა ძნელაძე
 - კესარია მგელაძე
 
12 წლამდე გამარჯვებულები ჭაბუკთა და გოგონათა შორის:
- დავით ნემსაძე
 - ბლაჟეი გროტი
 - ნიკოლოზ შამათავა
 
- ანასტასია კირთაძე
 - ლულუ დიასამიძე
 - ანნა ქავა
 
14 წლამდე გამარჯვებულები ჭაბუკთა და გოგონათა შორის:
- დანიელ საფაროვი
 - ვასიკო შაპოვალოვი
 - პიტერ ქეჯნა
 
- მარიამ სიჭინავა
 - იაგოდა რომეკო
 - ლიზი ქონიაძე
 
აღსანიშნავია დავით ნემსაძის წარმატებული ასპარეზობა, რომელმაც 7-დან 6.5 წულა მოაგროვა და საერთო ჩათვლაშიც 1 ადგილი დაიკავა! გოგონებში 7-დან 6 ქულით საერთო ჩათვლის გამარჯვებული ანასტასია კირთაძე გახდა !
აჭარის წარმომადგენლებმა 5 მედალი მოიპოვეს: 1 ოქრო, 1 ვერცხლი და 3 ბრინჯაო.
ყველა ასაკობრივი კატეგორიაში გამარჯვებული 3 საუკეთესო ჭაბუკი და გოგონა დაჯილდოვდებიან ფასიანი საჩუქრით და საჭადრაკო სემინარით საერთაშორისო დიდოსტატებთან. (კოვიდ 19-ის პანდემიიდან გამომდინარე, პრიზების გადაცემა მოხდება ეტაპობრივად. სემინარზე დასასწრებად და პრიზების მისაღებად გთხოვთ დაუკავშირდეთ აჭარის ჭადრაკის ფედერაციას 599 069497)

