17-30 მარტს, მონტენეგროში, რიგით 23-ე ევროპის ქალთა ინდივიდუალური ჩემპიონატი გაიმართა.
ტურნირი ჩატარდა შვეიცარიული სისტემით 11 ტურად. დროის კონტროლი: 90 წუთი 40 სვლაზე + 30 წუთი, ყოველ სვლაზე 30 წამის მატებით.
ღონისძიებაში მონაწილეობდა 136 მოთამაშე 34 ევროპული ფედერაციიდან.
საქართველოდან მონაწილეობდა 8 მადნილოსანი:
მერი არაბიძემ 11-დან 8.5 ქულით ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა!
ასევე აღსანიშნავია სალომე მელიას წარმატებული თამაში, რომელმაც 11-დან 8 ქულით III-V ადგილი გაიყო და მსოფლიო თასის ლიცენზია მოიპოვა!
კიდევ ერთმა ქართველმა, ლელა ჯავახიშვილმა 11-დან 7.5 ქულით VII ადგილი დაიკავა და ისიც მიიღებს მონაწილეობას მსოფლიოს თასზე, რომელიც მიმდინარე წლის 31 ივლისიდან ბაქოში გაიმართება.
საბოლოო შედეგები: