საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 8-11 სექტემბერს, ქ. თბილისის ჭადრაკის სასახლეში, მაია ჩიბურდანიძის 60 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ტურნირი გაიმართა.
ასპარეზობა შვეიცარული სისტემით 8 ტურად გაიმართა, დროის კონტროლი: 45 წუთი პარტიის ბოლომდე, 10 წამის დამატებით ყოველ სვლაზე.
ვაჟთა ტურნირში მონაწილეობას 12 მოჭადრაკე ღებულობდა, ქალთა შორის კი – 14. მათ შორის აჭარას წარმოადგენდნენ: ნოდარ ლორთქიფანიძე, სალომე მელია და მირანდა მიქაძე.
გამარჯვებულები ვაჟთა შორის:
- დავით ჯოჯუა
 - თორნიკე სანიკიძე
 - ნიკოლოზ მანაგაძე
 - გიგა ყუფარაძე
 - ლევანი ფანცულაია
 - ნოდარი ლორთქიფანიძე
 - ზურაბ სტურუა
 - გიორგი ბაგატუროვი
 
გამარჯვებულები ქალთა შორის:
- ნანა ძაგნიძე
 - ბელა ხოტენაშვილი
 - ნინო ხომერიკი
 - სალომე მელია
 - ნია დონღვანი
 - სოფიო გვეტაძე
 - ინგა ხურცილავა
 - მირანდა მიქაძე
 

