ლულუ დიასამიძე 18 წლამდე გოგონათა შორის საქართველოს ჩემპიონი გახდა!

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 15-24 აპრილს, თბილისის ჭადრაკის სასახლეში საქართველოს 33-ე ჩემპიონატი 10, 14 და 18 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის უმაღლესი ლიგა გაიმართა.

სისტემა და კვალიფიკაცია:

  • ტურნირი ჩატარდა ფიდეს წესებით, შვეიცარიული სისტემით 9 ტურად.
  • დაითვალა ფიდეს რეიტინგი.

დროის კონტროლი:
ყოველ პარტიაზე თითოეულ მონაწილეს მიეცა 90 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე
(პირველი სვლიდან) 30 წამის დამატებით.

ღონისძიებაში საქართველოს მასშტაბით 164 მოჭადრაკე ასპარეზობდა, მათ შორის აჭარიდან მონაწილეობდა 9 სპორტსმენი:

  1. ლულუ დიასამიძე (18 წლამდე გოგონათა შორის)
  2. ლიზი ვასაძე (18 წლამდე გოგონათა შორის)
  3. გიორგი ჭანტურია (18 წლამდე ჭაბუკთა შორის)
  4. მარიამ კალანდაძე (14 წლამდე გოგონათა შორის)
  5. ალექსანდრე ვასაძე (14 წლამდე ჭაბუკთა შორის)
  6. სანდრო გოგუაძე (14 წლადმე ჭაბუკთა შორის)
  7. მარიამ გოგუაძე (10 წლამდე გოგონათა შორის)
  8. ილია აბულაძე (10 წლამდე ჭაბუკთა შორის)
  9. ალექსანდრე კალანდაძე (10 წლამდე ჭაბუკთა შორის)

აღსანიშავია, რომ ლულუ დიასამიძემ (მწვრთნელი – გიგა ყუფარაძე) 18 წლამდე გოგონათა შორის 9-დან 7 ქულით საქართველოს ჩემპიონის ტიტული და მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური მოიპოვა!

14 წლამდე გოგონათა შორის კი 9-დან 7.5 ქულით I-III ადგილები გაიყო და კოეფიციენტით მეორე ადგილზე გავიდა მარიამ კალანდაძე (მწვრთნელი – თენგიზ დიდმანიძე), რომელმაც ასევე ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა.